არქი სპეციალურად არქელებისთვის მორიგ გამორჩეულ ღონისძიებას გამართავს
#ზოგადი სიახლეები
#არქელები
ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი კვლავ აგრძელებს თავისი დიდი ოჯახის წევრებზე ზრუნვას და ამ ზრუნვის გამოსახატად სპეციალურად არქელებისთვის კიდევ ერთ გამორჩეულ ღონისძიებას გამართავს.
მხოლოდ არქელებისთვის 17 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული კინომუსიკის შედევრები აჟღერდება. არქელებისთვის ამ დაუვიწყარ ჰანგებს ნიკოლოზ რაჭველი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებთ ააჟღერებს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ: ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძე და სხვა ქართველი ვარსკვლავები.
„არქის დიდ ოჯახში უკვე 32 000-ზე მეტი წევრია და ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია თითოეულ მათგანზე ვიზრუნოთ, ყველა დღესასწაულზე სასიამოვნო განწყობა შევუქმნათ და ერთმანეთთან დავაახლოვოთ. ამ ღონისძიების გამართვაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დარწმუნებულები ვართ, წინასაახალწლოდ ჩვენს მაცხოვრებლებს არაჩვეულებრივ განწყობას შევუქმნით, დამსწრე არქელები სიამოვნებას მიიღებენ ყველასთვის საყვარელი ქართული კინომუსიკის მოსმენით და ერთად დადებით მოგონებებს დააგროვებენ.“ - არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.
არქი ყოველთვის გამორჩეულად ზრუნავს თავის მაცხოვრებლებზე. ამის დასტურია ის ღონისძიებები, რომლებიც კომპანიამ სპეციალურად არქელებისთვის უკვე გამართა: „ჯიფსი არქელებისვის“, სპორტის სასახლეში, ლეგენდარული მიუზიკლი „ჩიკაგო“ მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრში“, ლელა წურწუმიას და ბენდის კონცერტი კლუბ „ანდერვილში“, სუხიშვილების კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, დათო გომართელი და შვიდკაცა მცხეთაში. არქიში აცხადებენ, რომ არქლებისთვის ღონისძიებების გამართვა მათთვის უკვე ტრადიციაა და მაცხოვრებლებს წინ არაერთი სიურპრიზი ელოდებათ.