ისტორიული პროექტი - Trump Tower Tbilisi
#ზოგადი სიახლეები
The Trump Organization-თან თანამშრომლობით, Archi Group, Biograpi Living, The Sapir Organization, BLOX Group და Finvest Georgia Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობას აანონსებენ. ეს იქნება პირველი პროექტი რეგიონში Trump-ის ბრენდის ქვეშ.
Trump Tower Tbilisi ნიშანია, რომ თბილისი ჩამოყალიბდება მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად და საერთაშორისო ბიზნესის კარიბჭედ აღმოსავლეთ ევროპასა და აზიას შორის, ასევე ხაზს უსვამს ქალაქის მზარდ პოპულარობას საერთაშორისო ბაზარზე, პრემიუმ კლასის უძრავი ქონების მყიდველებს შორის.
Trump Tower Tbilisi, რომლის არქიტექტურასა და დიზაინზე მსოფლიოს ყველაზე დიდი არქიტექტურული კომპანია Gensler იმუშავებს, დაახლოებით 70 სართულს მოიცავს, რაც მას საქართველოში ყველაზე მაღალ შენობად აქცევს.
სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც თბილისის ცენტრალურ პარკს გადაჰყურებს, Trump Tower Tbilisi გახდება მრავალფუნქციური ურბანული სივრცის საკვანძო ელემენტი, რომელიც გააერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ აპარტამენტებს, სავაჭრო სივრცეს, რესტორნებსა და დახვეწილ ინფრასტრუქტურას ყოველდღიურობისთვის.
Trump-ის ბრენდის ქვეშ გაერთიანებული საერთაშორისო პროექტები ასოცირდება პრემიუმ ხარისხის ცხოვრებასა და მაღალ არქიტექტურულ სტანდარტებთან - ეს პროექტი კი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის ჩამოყალიბებაში, როგორც საერთაშორისო ინვესტიციების, კულტურისა და პრემიუმ ცხოვრების ცენტრად.
პროექტი ასევე წარმოადგენს The Trump Organization-ის გლობალური გაფართოების ახალ ეტაპს. კომპანია, რომლის სათავო ოფისი ფლორიდის შტატის პალმ-ბიჩზე მდებარეობს, მსოფლიოში ცნობილი პრემიუმ კლასის უძრავი ქონების არაერთი ნიმუშის ავტორია. მათ შორისაა მანჰეტენის ცნობილი Trump Tower, სასტუმროები, კურორტები და საცხოვრებელი ობიექტები საერთაშორისო მასშტაბით.
„Trump-ის სახელი მსოფლიოს გარშემო ყველაზე მაღალი კლასის უძრავი ქონების პროექტებთან ასოცირდება. Trump Tower Tbilisi სწორედ ამ ტრადიციას აგრძელებს. ვამაყობთ, რომ საქართველოსაც ვთავაზობთ საერთაშორისოდ აღიარებული ამ სტანდარტის პროექტს და განსაკუთრებით გვიხარია თანამშრომლობა მსგავს პროფესიონალ და საიმედო დეველოპერულ კომპანიებთან.“ - განაცხადა ერიკ ტრამპმა, Trump Organization-ის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა.
Archi Group რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ჰოლდინგია. მისი დეველოპერული მიმართულება - Archi Properties - საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ლიდერია, 18%-ზე მეტი წილით. კომპანია 2006 წელს ილია წულაიამ და მისმა პარტნიორებმა დააარსეს. ამ პერიოდში არქიმ განახორციელა 55-ზე მეტი პროექტი, რომელიც აერთიანებს 52,000-ზე მეტ მაცხოვრებელსა და ინვესტორს 34 ქვეყნიდან - რაც ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
არქი თანამშრომლობს სტუმარ-მასპინძლობის ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა Marriott, Accor და Wyndham, ასევე აქტიურადაა ჩართული განახლებადი ენერგიის სექტორში.
„საქართველო მდიდარი ისტორიისა და გაბედული ამბიცების მქონე ქვეყანაა. Trump Tower Tbilisi-ით ჩვენ ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ - ვქმნით ისტორიულ პროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქის იერსახეს და საქართველოს მსოფლიო რუკაზე ახალ სიმაღლეზე აიყვანს. არქი ამაყობს, რომ ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც გლობალური ინვესტიციებისა და ლუქს კლასის უძრავი ქონების ცენტრად ქცევაში.“ - ილია წულაია, „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის გასაცნობად, ეწვიეთ ბმულს: https://url-shortener.me/L5H1