არქის ჰოუმ ოფისი ისანში გაიხსნა
#ზოგადი სიახლეები
არქის ახალი ჰოუმ ოფისი ისანში, ნავთლუღის N10-ში გაიხსნა. კომპანიის რიგით მესამე ოფისში არქელებსა და მომავალ არქელებს საშუალება ექნებათ, მიიღონ სრული მომსახურება, შეიძინონ მათი საოცნებო სახლი, ისარგებლონ ოფისიდან გაუსვლელად რეესტრის სერვისით და ყველა იმ მომსახურებით, რასაც კომპანია არქელებს ბინის შეძენის შემდგომ სთავაზობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ჰოუმ ოფისი არქის ერთ-ერთი გამორჩეული კომპლექსის, არქი ისანის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ჰოუმ ოფისის დიზაინი შემუშავდა ისე, რომ ამ სივრცეში მოსულ სტუმრებს დახვდებათ მყუდრო, თბილი გარემო, მათზე მორგებული საუკეთესო სერვისი და პროფესიონალი მომსახურე პერსონალი.
„ახალი ჰოუმ ოფისი ისანში, რიგით მესამე სივრცეა, სადაც ჩვენს მომხმარებელს სასურველი სერვისის მიღება შეეძლება. მიზანი სწორედ ეს არის: არქელებსა და მომავალ არქელებს საშუალება მივცეთ შეარჩიონ მათთვის სასურველი ადგილი, სადაც საოცნებო ბინას შეიძენენ. გვსურს, რომ ჩვენმა თითოეულმა მომხმარებელმა დაზოგოს დრო და ენერგია, ამასთან ერთად, საუკეთესო მომსახურება კომფორტულ გარემოში მიიღოს“, - ამბობს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
„ისნის ჰოუმ ოფისში ძალიან თბილი, მყუდრო და კომფორტული გარემო შევქმენით. ინტერიერის დიზაინის კონცეფციაც სწორედ ეს იყო: ოფისის თითოეულმა სტუმარმა თავი ისე უნდა იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში. მოვაწყვეთ საბავშვო კუთხეც, რაც მომხმარებელს ჩვენთან სტუმრობას კიდევ უფრო გაუმარტივებს. თანამედროვე დიზაინის, თბილი გარემოსა და ყოველთვის მოღიმარი არქის მომსახურე პერსონალის დამსახურებით, ნებისმიერი მომხმარებელი ჩვენთან სტუმრობისას თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. სახელის იდეაც სწორედ ასეთი „სახლური“ გარემოდან წარმოიშვა, ამიტომ დავარქვით ისნის ოფისს ჰოუმ ოფისი“, - აცხადებს არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.
არქის პირველი ოფისი ვაკეში, ყიფშიძის N15-ში მდებარეობს, მეორე ოფისი და გალერეა კი - ფილარმონიის შენობის პირველ სართულზე.
არქი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. 29 დასრულებული და 22 მშენებარე პროექტი თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში მდებარეობს. არქის დიდი ოჯახი უკვე 18 000-ზე მეტ არქელს აერთიანებს.