არქიმ პატარა არქელებისთვის კიდევ ერთი საახალწლო ღონისძიება გამართა
#ზოგადი სიახლეები
#არქელები
27 დეკემბერს, ფილარმონიასთან, სადაც არქის გრანდიოზული და ულამაზესი ნაძვის ხე დგას, სპეციალურად პატარა არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. არქისთვის მთავარი პრიორიტეტი თავისი დიდი ოჯახის წევრებზე ზრუნვაა. ამის გამოსახატად კომპანია ხშირად აწყობს გასართობ ღონისძიებებს.
არქის კაშკაშა ნაძვის ხესთან სხვადასხვა კომპლექსში მცხოვრები პატარა არქელები შეიკრიბნენ და დრო მხიარულად გაატარეს. ღონისძიება მოიცავდა საბავშვო გასართობ პროგრამას, მხიარულ ანიმატორებს, ოჩოფეხებსა და დრამერების მარშს. სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდიდა უგემრიელესი ტკბილეული, ცხელი შოკოლადი და გლინტვეინი, რომლითაც დამსწრე არქელებს გაუმასპინძლდნენ.
„არქი ერთი დიდი ოჯახია, რომელიც უკვე 32 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ჩვენ ყოველთვის, ყველა დღესასწაულზე ვზრუნავთ იმაზე, რომ თითოეულ არქელს სასიამოვნო განწყობა შევუქმნათ, თავი არქის დიდი ოჯახის წევრად ვაგრძნობინოთ და ერთმანეთთან დავაახლოვოთ. გვიხარია, რომ ამ საახალწლო ღონისძიებაზე დიდმა თუ პატარა არქელებმა კარგი დრო გაატარეს. არქი კიდევ და კიდევ მეტ სიურპრიზს უმზადებს თავის საყვარელ არქელებს.“ - არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.
იმაზე, რომ არქი ერთი დიდი ოჯახია და კომპანიისთვის მაცხოვრებლებზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია მეტყველებს უკვე გამართული არაერთი ღონისძიება: „ჯიფსი არქელებისვის“ სპორტის სასახლეში, ლეგენდარული მიუზიკლი „ჩიკაგო“ მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრში“, ლელა წურწუმიას და ბენდის კონცერტი კლუბ „ანდერვილში“, სუხიშვილების კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, დათო გომართელი და შვიდკაცა მცხეთაში. არქისთვის სპეციალურად არქელებისთვის ღონისძიებების მოწყობა ტრადიციად იქცა და კომპანიაში აცხადებენ, რომ მაცხოვრებლებს წინ კიდევ ძალიან ბევრი სიურპრიზი ელოდებათ.