არქის ახალი ოფისი და გალერია ფილარმონიაში გაიხსნა!
#ზოგადი სიახლეები
ლიდერი დეველოპერული კომპანია „არქი“-ს ოფისი და გალერია თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის პირველ სართულზე გაიხსნა. 700კვ.მ-ის ფართობზე განთავსებული სივრცე სრულად მორგებულია მომხმარებლების სურვილებს, რათა თითოეულმა არქელმა და მომხმარებელმა კომფორტულად იგრძნოს თავი.
თანამედროვე დიზაინის კონცეფციაზე არქისთან ერთად არქიტექტურულმა სტუდიამ „MUA” იმუშავა.
ოფისის გახსნასთან ერთად დეველოპერულმა კომპანიამ „არქი“ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის #არქელებიზრუნავენ ფარგლებში მორიგი კონტრიბუცია განახორციელა და „ბერი ანდრიას ფონდს“ 25 000 ლარი გადასცა ბედნიერების სახლის მშენებლობისთვის.
არქის ოფისი და გალერია ფილარმონიის შენობაში კომპანიის რიგით მეორე სივრცეა მომხმარებლებთან შესახვედრად. პირველი ოფისი ვაკეში, ყიფშიძის N15-შია განთავსებული. დღეიდან კი მომხმარებელს საშუალება ექნება არქის გალერიას ახალ მისამართზე, ფილარმონიის შენობის პირველ სართულზე ესტუმროს.