არქიმ თანამშრომლებს ევროპის ჩემპიონატის საგზურები გადასცა
#ზოგადი სიახლეები
ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ თავის თანამშრომლებს ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები სრული საგზურები გადასცა.
შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული, არქის იღბლიანი თანამშრომლები 22 ივნისს გერმანიაში, კერძოდ ჰამბურგში, საქართველო-ჩეხეთის მატჩზე გაემგზავრებიან. მატჩის ბილეთების გარდა საგზური მოიცავს ორმხრივი ფრენის ბილეთებსა და სასტუმროთი უზრუნველყოფას.
„ჩვენ აქტიურად ვგულშემატკივრობთ ქართულ სპორტს და ყოველთვის ვცდილობთ, რომ სხვადასხვა აქტივობითა თუ ღონისძიებებით პოპულარიზაცია გავუწიოთ ჯანსაღ ცხოვრებას. როგორც ქართული სპორტის ერთგულმა გულშემატკივრებმა ჩვენი თანამშრომლების წახალისება და მათთვის საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასწრების შესაძლებლობის მიცემა გადავწყვიტეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლების გახარება შევძელით.“ - არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
გულშემატკივრობასთან ერთად ლიდერი დეველოპერული კომპანია აქტიურად უდგას გვერდში ქართულ სპორტს, დამწყებ თუ წარმატებულ სპორტსმენებს და ყოველთვის ცდილობს წაახალისოს ჯანსაღი ცხოვრების სტილი. არქიში აცხადებენ, რომ კომპანია კვლავ აქტიურად გააგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას და როგორც სპორტსმენებს, ისე თავის მაცხოვრებლებსა თუ თანამშრომლებს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.