არქი თაუერი EBRD-მა საუკეთესო ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსად დაასახელა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (ERBD) საუკეთესო ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსად არქი თაუერი დაასახელა.
თბილისში გამართულ EBRD-ის ღონისძიებაზე მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ახალი პროგრამის - GEFF-ის პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის "ენერგოკრედიტის" შემდეგი ფაზა, რომელსაც ევროკავშირი და ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო აფინანსებს.
სწორედ ამ პროექტის ფარგლებსა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის არქი თაუერი საუკეთესო 6 პროექტში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ არქი თაუერი არის ამ პროექტებს შორის ერთადერთი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც ეს პრიზი აიღო.
არქი დეველოპერული კომპანიაა, რომლის ბინები შენდება საუკეთესო ხარისხის სამშენებლო მასალებით, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური თვისებებით გამოირჩევა.