არქელების დიდმა ოჯახმა ბავშვთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანა“ 25 961 ლარი გადასცა
#სოციალური პასუხისმგებლობა
#ზოგადი სიახლეები
არქიმ საახალწლოდ არქელებს გრანდიოზული საჩუქარი გაუკეთა - 17 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული კინომუსიკის შედევრების კონცერტი გამართა.
კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. არქელებმა ერთად შეიქმნეს საახალწლო გაწყობა და დაუვიწყარი მოგონებები დააგროვეს. კონცერტი საქველმოქმედო იყო, ბილეთს სიმბოლური ფასი ჰქონდა და შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა ბავშვთა ჰოსპისში „ციცინათელების ქვეყანა“.
„ამ კონცერტის მიზანი არქელებისთვის საახალწლო განწყობის შექმნის გარდა, არქელებთან ერთად კიდევ ერთი საქველმოქმედო აქტივობის განხორციელება იყო. კონცერტის ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადავრიცხეთ „ციცინათელების ქვეყანაში“, რომელიც ძალიან კარგ საქმეს ემსახურება. არქელებს, როგორც ყოველთვის ძალიან უხაროდათ, როცა იგებდნენ, რომ კონცერტზე დასწერებით ქველმოქმედებას ეწეოდნენ.“ - არქის მარკეტინგის დირექტორი ელენე ბარათაშვილი.
ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ ზრუნავს მძიმე, ქრონიკული, უკურნებელი დაავადებების მქონე ბავშვების მდგომარეობის შემსუბუქებაზე, კეთილდღეობაზე და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. არქის მარკეტინგის დირექტორი ელენე ბარათაშვილი და არქელები ჰოსპისს წინასაახალწლოდ ესტუმრნენ და 25 961 ლარიანი სიმბოლური ჩეკი გადასცეს.
არქი ყოველთვის ზრუნავს თავის მაცხოვრებლებზე და გარდა ამისა, გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. კომპანია მოგების 5%-ს ქველმოქმედებისთვის, გარემოზე ზრუნვისთვის, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის, სპორტის განვითარებასა და სხვადასხვა სასარგებლო აქტივობისთვის ხარჯავს.