ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს არქი ვარკეთილის კომპლექსში ბინები გადაეცათ
#სოციალური პასუხისმგებლობა
არქიმ თბილისის მერიას ავარიაულ კორპუსებში მცხოვრები ოჯახებისთვის 142 ბინა გადასცა. 26 სექტემბერს არქი ვარკეთილის კომპლექსში ღონისძიება გაიმართა, სადაც თბილისის მერმა კახა კალაძემ და არქის დამფუძნებელმა ილია წულაიამ ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს ბინების გასაღებები პირადად გადასცეს.
„არქი ერთი დიდი ოჯახია, არქელები კი ამ ოჯახის წევრები არიან. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ასეთ კარგ ღონისძიებაზე მოგიწვიეთ, სადაც დედაქალაქის მერიისგან ბინები გადმოგეცემათ არქი ვარკეთილში და ჩვენი დიდი ოჯახის წევრები გახდებით.“_ არქის დამფუძნებელი ილია წულაია.
„დღეს, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს არქი ვარკეთილის კომპლექსში გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. ბინებთან ერთად მუნიციპალიტეტისგან მათ გადაეცემათ სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხაც. არქის მიერ მერიისთვის გადმოცემულ დანარჩენ ბინებსაც ვარკეთილში ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს ეტაპობრივად გადავცემთ.“ _ თბილისის მერი კახა კალაძე