არქიმ 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გამართა
#არქელები
არქიმ თავის საცხოვრებელ კომპლექსებში სპეციალურად არქელებისთვის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გამართა.
„არქი ერთი დიდი ოჯახია და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი თითოეულ არქელზე ზრუნვა, მათთვის სასიამოვნო განწყობის შექმნაა. სწორედ ამიტომ, ყოველ 1 ივნისს ჩვენს საცხოვრებელ კომპლექსებში არქელი ბავშვებისთვის გასართობ ღონისძიებებს ვაწყობთ. წლევანდელმა ღონისძიებებმაც წარმატებით ჩაიარა და გვიხარია, რომ შევძელით ბავშვებისთვის კარგი განწყობის შექმნა. მათი ბედნიერი სახეები და დადებითი განწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“ _აცხადებს არქის მარკეტინგის დირექტორი ელენე ბარათაშვილი.
პატარა არქელებმა სხვადასხვა გემრიელი საჭმელი, ტკბილეული და ნაყინი დააგემოვნეს, ბევრ გასართობ აქტივობასა და გუნდურ თამაშში მიიღეს მონაწილეობა. მათ განწყობაზე ილუზიონისტების შოუ, მასკოტები და ოჩოფეხები ზრუნავდნენ. ღონისძიება საზეიმო ტორტის გაჭრით დაგვირგვინდა.
არქისთვის მთავარი პრიორიტეტი არქელების დიდ ოჯახზე ზრუნვაა, რომელიც ამ ეტაპზე 30 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს. კომპანიაში დღესასწაულებზე ღონისძიებების გამართვა ტრადიციადაა ქცეული. მასშტაბურობით გამოირჩეოდა სპორტის სასახლეში საახალწლოდ გამართული კონცერტი „ჯიფსი არქელებისთვის“, ასევე, „სუხიშვილების“, ლელა წურწუმიას, დათო გომართელისა და შვიდკაცას კონცერტები. სპეციალურად არქელებისთვის გამართულ ღონისძიებებზე არქელებს შესაძლელობა ეძლევათ ერთმანეთი გაიცნონ, დრო სასიამოვნოდ გაატარონ და როგორც დიდმა ოჯახმა ერთად დადებითი მოგონებები დააგროვონ. ტრადიციადაა ქცეული 1 ივნისს გასართობი ღონისძიებების გამართვაც. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ტრადიციას აუცილებლად გააგრძელებენ და კიდევ ბევრ საინტერესო ღონისძიებასა და აქტივობას შესთავაზებენ არქელებს