არქიმ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარა არქელებთან ერთად აღნიშნა
#არქელები
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, არქიმ ტრადიცულად მხიარული წვეულებით პატარა არქელებთან ერთად აღნიშნა. კომპანია უკვე წლებია ამ თარიღს თბილი, ოჯახური ღონისძიებით აღნიშნავს, რომელიც ბავშვებისთვის ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებად დარჩება.
წელს ღონისძიებები არქი ისნისა და არქი საბურთალოს საცხოვრებელი კომპლექსების ეზოებში გაიმართა, სადაც პატარა სტუმრების გართობაზე ანიმატორებმა, მასკოტებმა და ოჩოფეხებმა იზრუნეს. ბავშვებმა მთელი დღის განმავლობაში იმხიარულეს, მონაწილეობა მიიღეს სახალისო თამაშებში და სხვადასხვა გასართობ აქტივობაში, ხოლო სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში ტკბილეული და პატარა სიურპრიზებიც ელოდათ.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა არქიში უკვე ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად ყველაზე პატარა არქელებს თავისი პროექტების ეზოებში მასპინძლობს. ასეთი ტიპის ღონისძიებები ხაზს უსვამს ბრენდის იდეას, რომ არქი საცხოვრებელი კომპლექსის მიღმა ერთი დიდი და მზრუნველი საზოგადოებაა.
ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი მუდმივად ზრუნავს საკუთარი მაცხოვრებლების კომფორტზე და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვან თარიღებს მუდმივად არქელებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებითა თუ აქტივობით აღნიშნავს.