არქიმ სიონში „ლე მერიდიენის“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პრეზენტაცია გამართა
#პროექტები
3 ოქტომბერს, სიონში, ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ ელიტარული კომპლექსის Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს პრეზენტაცია გამართა. არქი ამ გრანდიოზულ პროექტს Le Méridien By Marriott International-თან პარტნიორობით ანხორციელებს. „ლე მერიდიენი“ მთელი მსოფლიო მასშტაბით 119 გამორჩეული, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მფლობელია. წარდგენის ღონისძიებას არქის პარტნიორები, „მარიოტის“, ბიზნეს და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა არქის დამფუძნებელი ილია წულაია, რომელმაც პროექტის მასშტაბურობასა და კომპლექსის უნიკალურობაზე ისაუბრა. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არქის დამფუძნებელი ზაზა ფაჩულია და „მარიოტის“ წარმომადგენელი სენერ სოილუ.
არქის ახალი მასშტაბური კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi ერთ სივრცეში გააერთიანებს Le Méridien By Marriott International-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, აპარტოტელებს, საცხოვრებელ ვილებს და სრულყოფილ ინფრასტრუქტურას. კომპლექსი იდეალური იქნება, როგორც დასვენებისთვის, ისე საცხოვრებლად და ინვესტირებისთვის. არქი თავად უზრუნველყოფს აპარტოტელის აპარტამენტების გაქირავებას, რაც ინვესტორებისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების მარტივი და კომფორტული შესაძლებლობაა.
კომპლექსი Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi თბილისიდან მხოლოდ 50 კმ.-ში, სიონის ტბასთან შენდება, რომელიც უნიკალური ბუნებით გამოირჩევა და ოთხივე სეზონზე ულამაზესია. ხოლო, არქის მიერ შექმნილი ექსკლუზიური სერვისები კომპლექსს დასვენებისა და ცხოვრებისთვის იდეალურს გახდის.