გამარჯობა, მე არჩი ვარ 👋 შემიძლია დაგეხმარო შენი სახლის შერჩევაში 🔎
არქიმ 2024 SelectUSA Investment Summit-ში მიიღო მონაწილეობა
#ზოგადი სიახლეები
საქართველოში ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მასშტაბურ ეკონომიკურ სამიტში - 2024 SelectUSA Investment Summit მიიღო მონაწილეობა.
ამერიკის საელჩოს ორგანიზებით არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი და არქი მაიამის ხელმძღვანელი გიგა აქირთავა ვაშინგტონში გამართულ სამიტს დაესწრნენ. საელჩოს ორგანიზებითვე გაიმართა შეხვედრა თეთრ სახლში. ასევე, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ოფიციალური მიღება. არქის ამერიკაში დეველოპერული საქმიანობა უკვე დაწყებული აქვს - მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს „არქი მაიამის“ აშენებს. ლიდერი დეველოპერული კომპანია მომავალში სხვა შტატებშიც გეგმავს გაფართოებას.
აღნიშნული სამიტი ამერიკის მთავრობის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს, იმ კომპანიების ხელშეწყობას, რომლებსაც შეერთებულ შტატებში ინვესტირება სურთ და ასევე, უკვე არსებული ინვესტორებისთვის გაფართოების შესაძლბლობების შექმნას. 2024 SelectUSA Investment Summit ვაშინგტონში გაიმართა 23-26 ივნისს და მასში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც სხვადასხვა შტატის მმართველები, ისე ამერიკული წარმატებული კომპანიების წარმომადგენლები, არსებული ინვესტორები და ამერიკაში ინვესტირების მსურველი კომპანიები.
არქი მსგავს მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობას განაგრძობს, რადგან ლიდერი დეველოპერული კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ამერიკული ბაზრის ათვისება და საერთაშორისო პროექტების მშენებლობაა.