არქი „თეატრის“ ახალი შოუს „ჩიკაგოს“ წარმდგენი გახდა
#ზოგადი სიახლეები
ლიდერმა დეველოპერულმა კომპანიამ არქიმ და წისქვილი ჯგუფმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც არქი „თეატრის“ ახალი მიუზიკლ „ჩიკაგოს“ წარმდგენი გახდა.
არქი გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, ყოველთვის ჩართულია ქვეყანაში კულტურის, სპორტისა თუ სხვა სფეროების განვითარებაში და გვერდში უდგას ახალ, ინოვაციურ პროექტებს. სწორედ ამიტომ, არქიმ თანამშრომლობა დაიწყო საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველ მულტიფუნქციურ პავილიონ „თეატრთან“, რომელიც მაღალი დონის მიუზიკლებსა და კულინარიულ მიმართულებას აერთიანებს.
არქიში აცხადებენ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ ამ პროექტს თავიდანვე უჭერდნენ მხარს მაყურებლის რანგში და როგორც კი დაიგეგმა მსოფლიოში ცნობილი, ყველასათვის საყვარელი მიუზიკლ „ჩიკაგოს“ დადგმა, გადაწყვიტეს ამ პროექტის წარმდგენები გამხდარიყვნენ.
შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი: ”დარწმუნებულები ვართ, რომ „თეატრის“ პროფესიონალი გუნდისა და არქის მხარდაჭერით დაიდგმება ისეთი შოუ, რომლის ქართველი თუ უცხოელი დამსწრეები დიდ სიამოვნებას და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებენ, რაც მომავალში ხელს შეუწყობს კულტურის ამ სფეროს პოპულარიზაციას. გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ვითანამშრომლოთ „თეატრთან“ და კიდევ ერთი ინოვაციური, წარმატებული პროექტის თანამონაწილეები ვიყოთ.“
„ჩიკაგოს“ ბობოქარი ამბების „თეატრის“ სცენაზე გადმოტანა საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო. მიუზიკლი რთული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებითაა დატვირთული, თუმცა არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ჯგუფისა და დასის დაუღალავი შრომის შედეგად, მათ თავი წარმატებით გავართვით. გვიხარია, რომ „წისქვილი ჯგუფისა“ და „არქის“ მხარდაჭერით „ჩიკაგოს“ თქვენ წინაში სულ მალე წარვადგენთ და მისი ნახვის შესაძლებლობას ქართველ მაყურებლებსაც მივცემთ“, – განაცხადა „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ზაალ ჩიქობავამ.
„ჩიკაგოს“ პრემიერა 20-21 სექტემბერს შედგება და სწორედ ამ მიუზიკლიდ გაიხსნება „თეატრის“ ახალი სეზონი. არქი და წისქვილი ჯგუფი შოუზე დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარ ემოციებს ჰპირდებიან და დარწმუნებულები არიან, რომ მიუზიკლი გამორჩეულად წარმატებული იქნება.