არქი მაიამიში მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
#პროექტები
#ზოგადი სიახლეები
არქი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის „არქი მაიამის“ მშენებლობას იწყებს. კომპლექსი აშშ-ში, მაიამისთან, პომპანო ბიჩზე აშენდება და 100-მდე ბინას, აუზს, სპორტულ ცენტრებს, სამუშაო და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს.
არქი ამ პროექტზე ამერიკელ პარტნიორებთან და არქიტექტორებთან თანამშრომლობს, რომლებმაც მაიამიში არაერთი პროექტი წარმატებით განახორციელეს.
ფლორიდის შტატი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის, გამოირჩევა ბიზნესისთვის მოქნილი კანონმდებლობითა და დასაქმების დიდი შესაძლებლობებით.
„არქი მაიამი“ გამორჩეული იქნება არქიტექტურითაც. მის ვიზუალურ მხარეზე წამყვანმა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია Deforma Studiom იმუშავა.
ეს არქის პირველი გლობალური პროექტია, თუმცა არა უკანასკნელი. არქის ერთ-ერთი პრიორიტეტი ამერიკული ბაზრის ათვისებაა.