არქი სიონში „ლე მერიდიენის“ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს
#პროექტები
ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი სიონში ელიტარულ დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექს Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს აშენებს. ამ მასშტაბურ პროეტქში არქის პარტნიორია საერთაშორიო ბრენდი Le Méridien By Marriott International, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 119 ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აქვს.
კომმპლექსი შენდება თბილისიდან 50 კმ.-ში მდებარე ულამაზეს სიონში, ტბის მიმდებარედ. სიონი იდეალური ადგილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბუნებაში დასვენებასა თუ ცხოვრებასთან ერთად ქალაქთან სიახლოვე სურს. მთის, ტყეებისა და ტბის ერთიანობა იდეალურ დასასვენებელ გარმოს ქმნის ოთხივე სეზონზე.
ეს არქის კომპლექსი უნიკალურია, რადგან ერთ სივრცეში შესაძლებელი იქნება Le Méridien By Marriott International-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება, აპატროტელში აპარტამენტების შეძენა და ვილებში ცხოვრება. 40 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება სრულყოფილი ინფრასტრუქტურა:
არქის ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი გამოირჩევა არქიტექტურითაც. Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს აპარტოტელების ინტერიერის დიზაინზე, გეგმარებასა და ტერიტორიის მოწყობაზე იმუშავა ესპანურმა კომპანია Chapman Taylor Madrid studio-მ, ხოლო სასტუმროს ინტერიერის დიზაინზე ბრიტანულმა კომპანია De salles flint-მა.
ელიტარული დასასვენებელი და საცხოვრებელი კომპლექსი ნებისმიერი გემოვნების ადამიანის კომფორტს უზრუნველყოფს და იდეალური დასვენების, სრულყოფილად ცხოვრების შესაძლებლობას შექმნის. ამასთან ერთად, „ლე მერიდიენისა“ და არქის პარტნიორობით შექმნილი პროექტი სიონის განვითარებას შეუწყობს ხელს და ტურისტებს მოიზიდავს.