არქიმ ციფრული გადახდების კომპანია Keepz-თან თანამშრომლობა დაიწყო
#ზოგადი სიახლეები
ლიდერი დეველოპერული კომპანია არქისთვის თავის დიდ ოჯახის წევრებზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. კომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ არქელებს ყოველდღიურობა გაუმარტივოს. სწორედ ამ მიზნით არქიმ ციფრული გადახდების კომპანია Keepz-თან თანამშრომლობა დაიწყო. Keepz-ის აპლიკაციის დახმარებით არქის დიდი ოჯახის წევრები ყოველთვიური სერვისის საფასურის გადახდას სწრაფად და მარტივად, ნებისმიერი ბანკის ბარათით შეძლებენ.
არქი განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც მომვალშიც ბევრი მრავალფეროვანი, ინოვაციური სერვისის შეთავაზებას გეგმავს თავისი დიდი ოჯახის წევრებისთვის.