არ გამოგრჩეს 5 ივლისი - დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ ბინებზე
#ზოგადი სიახლეები
#პრისეილი
„არქი“, #1 დეველოპერული კომპანია საქართველოში, ტრადიციას აგრძელებს და 5 ივლისს კიდევ ერთ დიდი ფასდაკლების დღეს გამართავს, რომელიც ამჯერად თბილისის ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში მდებარე პრემიუმ პროექტს, „არქი ჰორაიზონს“ შეეხება. ესაა უნიკალური შესაძლებლობა, რომლით სარგებლობაც ბინის შეძენის მსრუველებს მხოლოდ ერთი დღით ექნებათ. დიდი ფასდაკლების დღეზე საოცნებო ბინის შეძენა ისეთ ფასადაა შესაძლებელი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში აღარ მეორდება, ამიტომ „არქის“ ეს კამპანია ყოველ ჯერზე უპრეცენდენტო მომართვიანობით და დაინტერესებული ადამიანების რეკორდული რაოდენობით გამოირჩევა.
„არქი ჰორაიზონი“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრემიუმ პროექტია, რომელიც ორთაჭალის განაშენიანების თანამედროვე და ელიტარულ მიმართულებას წარმოადგენს. განსაკუთრებული მდებარეობა, პანორამული ხედები მთელ თბილისიზე და სრულყოფილი ინფრასტრუქტურა საცხოვრებელ კომპლექსს იმ მნიშვნელობას ანიჭებს, რომელიც უამრავი ადამიანისთვისაა მიმზიდველი.
„არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღე 2025 წელსაც გაიმართა, რასაც ბინის შეძენის მსურველების გამორჩეული ინტერესი მოჰყვა. პროექტში სამშენებლო სამუშაოები, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, მაღალი ხარისხით, უკვე დაწყებულია.
ადგილმდებარეობისა და თანამედროვე, დახვეწილი არქიტექტურის გარდა, პროექტის უპირატესობაა საცხოვრებელი გარემოა. კომპლექსი აერთიანებს გარე აუზს, რეკრეაციულ ზონას, სპორტულ მოედნებს, პადელის კორტს, საბავშვო სივრცეს, სავარჯიშო დარბაზს, სამეზობლო ლაუნჯსა და ავტოსადგომს, რაც მთლიანობაში აქ მაცხოვრებლებს სრულ კომფორტსა და ცხოვრების უნიკალურ გამოცდილებას ჰპირდება.
დიდი ფასდაკლების ფარგლებში, მშენებარე ბინები თბილისში შეგიძლიათ შეიძინოთ არამხოლოდ საქართველოდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც მარტივად, დისტანციურადაა შესაძლებელი. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნისა და მოახლოებული თარიღის გამო, დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიარონ „არქის“ პლატფორმაზე ან დაუკავშირდნენ კომპანიის ცხელ ხაზს: +995 322 602 602.
არ გამოტო ექსკლუზიური შანსი მხოლოდ 5 ივლისს, გახდი არქელი და შეიძინე ბინა „არქი ჰორაიზონის“ ელიტარულ კომპლექსში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება.