არქი აკადემიაში პირველადი ბაზრის გაყიდვების სასერტიფიკატო კურსი დასრულდა
#ზოგადი სიახლეები
„არქი აკადემიამ“ წარმატებით დაასრულა პირველადი ბაზრის გაყიდვების სასერტიფიკატო კურსი და პირველ 16 პარტნიორ ბროკერს ოფიციალურად გადასცა მიღებული ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ტრენინგის მიზანი იყო ბროკერების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო განავითარებს მათ უნარებს და განამტკიცებს მათ როლს უძრავი ქონების ბაზარზე. მონაწილეებმა არამხოლოდ გაყიდვების მიმართულებით გაიღრმავეს ცოდნა, არამედ დეტალურად გაეცნენ არქის პროდუქტებს, სამშენებლო პროცესების ტექნიკურ მხარესა და ხარისხის სტანდარტებს, რაც მათ კონკურენტულ უპირატესობას მიანიჭებს.
კურსი ჩატარდა კომპანია Solutioner-თან პარტნიორობით, რომელთან ერთადაც „არქის“ არაერთი წარმატებული ტრენინგი აქვს ჩატარებული. „არქისა“ და Solutioner-ის თანამშრომლობა ეფუძნება ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც პროფესიონალების მიერ პრაქტიკული ცოდნისა და რეალური გამოცდილების გაზიარების საფუძველზე სწავლებას გულისხმობს.
„არქი“ ამ ინიციატივით მხარს უჭერს პროფესიონალიზმის განვითარებას უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში. “არქი აკადემია” კი უახლოეს მომავალში გეგმავს კურსების გამრავალფეროვნებას და სულ მალე საერთაშორისო ბროკერებისთვის ინგლისურენოვანი სერტიფიცირების პროგრამის დაწყებასაც დააანონსებს.