როგორ უნდა გამოიყენოთ ვინტაჟური ავეჯი თქვენი სახლის თანამედროვე დიზაინში
#ინტერიერი
21-ე საუკუნეში სახლის ინტერიერის დიზაინის ტრენდებში გამორჩეული ადგილი უკავია ეკლექტიკას. ეკლექტიკა, ანუ სხვადასხვა სტილის ერთმანეთთან შერევა პიროვნების გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ამ ბლოგში მოგიყვებით, როგორ უნდა შეუხამოთ ვინტაჟური ავეჯი თანამედროვე სტილს სახლის ყველა ოთახში. ვინტაჟი დაგეხმარებათ უნიკალური, ნოსტალგიური და ელეგანტური ინტერიერის შექმნაში. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, მიჰყვეთ ჩვენს რჩევებს, რათა თავიდან აირიდოთ მოუწესრიგებელი, ქაოსური ინტერიერი.
ინტერიერის დიზაინში თანამედროვე დიზაინი უვდავი ტრენდია, რადგან იგი იცვლება დროსთან ერთად. ეწოდება კონტეპორარიც, ანუ ის რაც ამ დროისთვისაა მოდაში. თანამედროვე დიზაინს უწოდებენ მოდერნსაც. მოდერნი მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, დღემდე ინტერიერის დიზაინერების შთაგონებად რჩება და ყველაზე კარგად ინტერიერში სახლის ავეჯით. ჩვენ ვისაუბრებთ, ვინტაჟური და თანამედროვე სტილის დეტალების გავლენით, როგორ შევქმნათ გამორჩეული ინტერიერი.
თუ ვინტაჟური სტილის შექმნა გსურს, შეგიძლია თავისუფლად აირჩიო საძინებლის ავეჯი. თუმცა მთავარია, საწოლი იყოს ტრადიციული, ვინტაჟური ჩარჩოთი, რადგან სწორედ საწოლი არის ნებისმიერი საძინებლის დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი. არ არის გამორიცხული, ზუსტად ის საწოლი გამოგადგეთ, რომლის გადაგდებასაც აპირებდით. ძველი ნივთებისა და ავეჯის გადაყრამდე დაფიქრდით, მათი განახლებით მშენიერი ვინტაჟური ინტერიერი ხომ არ გამოვა? თანამედროვე დიზაინი კი შეგიძლია მონოქრომული შპალერით და აქსესუარებით შექმნა. საძინებელში ვინტაჟური სტილის დამატება შესაძლებელია კედელზე ძველებური ჩარჩოების დაკიდებითაც.
ვინტაჟური და თანამედროვე სამზარეულო აერთანებს წარსულის სილამაზეს პრაქტიკულობასთან. ვინტაჟური სტილი აღორძინდა, რადგან მომხიბვლელთან და ესთეტიკურთან ერთად გამძლეა. ვინტაჟური სტილის შესაქმნელად საუკეთესო ხერხია სამზარეოლოს ავეჯი, ჩაშენებული კარადიდან დაწყებული, თაროებითა და აქსესუარებით დამთავრებული. ხოლო თანამედროვე დიზიაინის მაგიდა და სკამები დაგეხმარებათ, რომ თქვენი სამზარეულო ძველმოდურად არ გამოიყურებოდეს და ორ განსხვავებულ სტილს შორის ბალანსი დაიცვათ. თუ სამზარეულოს კედლებზე ყვავილებიან შპალერს გამოიყენებთ, შექმნით ერთდროულად ვინტაჟურ და თანამედროვე სტილს. ვინტაჟური ავეჯის გამოყენებისას ყურადღება გაამახვილეთ ფერზე, გამოიყენეთ მონოქრომული ფერთა პალიტრა.
ვინტაჟური მისაღები ოთახის სილამაზეს ის განაპირობებს, რომ შეგიძლიათ სხვადასხვა სტილის მისაღები ოთახის ავეჯი შეურიოთ ერთმანეთს. შუა საუკუნეების სტილის სავარძლები და დივანი დააბალანსეთ თანამედროვე კომოდებით. ორ სტილს შორის კავშირი რომ არ დაიკარგოს, აირჩიეთ ფერის სქემა და ერთი ფერის დეტალებით დააკავშირეთ ავეჯი. დაკავშირებაში იგულისხმება ის, რომ მაგალითად, კომოდს, სავარძლებს და დივანს ერთი ფერის დეტალები ჰქონდეს. კიდევ უკეთესი იქნება, თუ ამ საერთო ფერის კედლებს შექმნით. თანამედროვე სტილს განამტკიცებს გრაფიკული გამოსახულებიანი ხალიჩა. ხოლო, ვინტაჟური სტილის გამოკვეთისთვის ანტიკური დიზაინის სარკე იდეალური საშუალებაა. ზოგადად, ყურადღება მიაქციეთ აქსესუარებს, პატარა დეტალებს. გაითვალისწინეთ, მისაღები ოთახის ინტერიერს მთელ სახლზე აქვს გავლენა.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ოთახში აპირებთ ვინტაჟისა და თანამედროვე სტილის შერწყმას, ეს რჩევები ნებისმიერი ოთახისთვის დაგჭირდება:
1. პირველ რიგში დაათვალიერეთ დიზაინერების მიერ უკვე დასრულებული ინტერიერები. ეს დაგეხმარებათ, გაერკვეთ რა მოგწონთ.
2. განსაზღვრეთ ფერი - მნიშვნელოვანია, აირჩიოთ ისეთი ფერი, რომელიც ხაზს გაუსვამს ავეჯსა და აქსესუარებს.
3. გამოიყენეთ ტექსტურა - ვინტაჟურ ავეჯს გადააკარით აბრეშუმი ან რომელიმე თანამედროვე ქსოვილი.
4. მიჰყევით 80/20-ის პრინციპს - ვინტაჟური ავეჯი თუ აქსესუარები უნდა იყოს საერთო ინტერიერის 20%, 80% კი თანამედროვე სტილს დაუთმე.
5. იპოვეთ ბალანსი - მნიშვნელოვანია, ავეჯსა და დეკორს შორის ბალანსი იპოვოთ. ამაში დაგეხმარებათ ვინტაჟურ ავეჯში თანამედროვე დეტალების გაოყენება, ან პირიქით, თანამედროვე აქსესუარებში ვინტაჟური დეტალების ჩართვა.
არქი ქარდით ფასდაკლებით მიიღებთ ინტერიერის დიზაინერების მომსახურებას და შეიძენთ თქვენი სახლისთვის საჭირო ყველანაირ ავეჯსა თუ აქსესუარს. არქი ქარდი არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც არქიში ბინის შეძენისთანავე საჩუქრად გადმოგეცემათ.