რომელი უსაფრთხოების ზომებია გათვალისწინებული არქის საცხოვრებელ სახლებში?
#სამშენებლო მასალები
ბინის შეძენა სასიხარულო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ამ პროცესს ბევრი გასათვალისწინებელი ფაქტორი ახლავს თან: არის თუ არა უძრავი ქონება ხარისხიანი მასალებით აშენებული, მოიცავს თუ არა ბინები თბილისში რეკრეაციულ სივრცეებს, ითვალისწინებს თუ არა დეველოპერული კომპანია მშენებარე პროექტებში უსაფრთხოების წესებს? ამ უკანასკნელ კითხვაზე დადებითი პასუხი მაცხოვრებლების უსაფრთხო და მყუდრო ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ არქი არის ერთ-ერთი დეველოპერული კომპანია, რომელიც თავის მშენებლობებში უსაფრთხოების ყველა იმ წესს იცავს, რაც კანონით არის გათვალისწინებული.
მაგალითად, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა მაცხოვრებლების უსაფრთხო, მყუდრო და მშვიდი ცხოვრების გარანტია. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა 41-ე დადგენილება. ეს დადგენილება უსაფრთხოების იმ ნორმებს ითვალისწინებს, რომლებსაც ყველა საცხოვრებელი სახლი უნდა აკმაყოფილებდეს.
არქი 41-ე დადგენილების წესებს სრულად მიჰყვება. შესაბამისად, არქის ბინები აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო ყველა სისტემით.
როგორც აღვნიშნეთ, ბინის შეძენისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, თუ რა მასალებით შენდება ჩვენი მომავალი სახლი. არქი თავის მშენებლობებში გერმანული წარმოების იტონგის ბლოკს იყენებს. ის ენერგოეფექტურ თვისებებთან ერთად ცეცხლგამძლეობით გამოირჩევა. იტონგი სახანძრო უსაფრთხოებისთვის იდეალური ვარიანტია. ის არაწვადი მასალაა, რომელიც 6 საათამდე ხანძარსაწინააღმდეგო დაცვას უზრუნველყოფს.
სახანძრო უსაფრთხოებასთან ერთად საცხოვრებელი პროექტი მიწისძვრის რეზისტენტული უნდა იყოს. არქის ბინები 8-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი. ამას, ერთი მხრივ, ხელს უწყობს იტონგის ბლოკი, რომელიც ცეცხლგამძლეობასთან ერთად ხანძარმედეგიცაა. სიმსუბუქის მიუხედავად, იტონგის აირბეტონი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ რამდენიმე სართულს გაუძლოს. მასალა გამოირჩევა საუკეთესო მექანიკური თვისებებით და უმაღლესი ტვირთგამძლეობის უნარით. იტონგი ის მასალაა, რომელსაც განსაკუთრებულ უპირატესობას სეისმურ ადგილებში ანიჭებენ. მეორე მხრივ, კი არქის ბინები აღჭურვილია სატვირთო ე.წ სახანძრო-სამაშველო ფუნქციის მქონე ლიფტებით, რომლებიც ზომებით სამჯერ აღემატება სტანდარტულ ლიფტებს. მათი გამოყენება ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც არის შესაძლებელი.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ბუნებრივი აირი და მის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებია. ჩვენს საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის ამომცნობი დეტექტორებია დამონტაჟებული. ამ შემთხვევაში, თუ მოხდება ბუნებრივი აირის გაჟონვა, ჩაირთვება სიგნალიზაცია და საფრთხე თავიდან იქნება აცილებული.
არქი ითვალისწინებს ყველა იმ რეგულაციას და წესს, რომელიც მაცხოვრებლებისთვის ცხოვრებას უსაფრთხოს და ხარისხიანს ხდის. ეს კი სწორედ იმ ხარისხს ქმნის, რის გამოც არქი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში.