რა უნდა იცოდე, სანამ კედლებს თეთრად შეღებავ?
#ინტერიერი
მოგწონს ბინაში თეთრად შეღებილი კედლები? გაიხსენე, როგორ გრძნობ თავს, როდესაც მსგავს გარემოში იმყოფები? კომფორტულად ხარ თუ პირიქით? თუ კომფორტულად ხარ, თეთრ ფერში შეღებილი კედლები სწორედ შენთვის ყოფილა. ამ ნეიტრალურ ფერში გადაწყვეტილი ბინების ნახვა ბევრგან შეგიძლია, მათ შორის, თბილისშიც. რატომ არის ასეთი პოპულარული კედლების თეთრად შეღებვა? აი, მიზეზებიც:
იცოდი, რომ თუ ბინის გაყიდვა მოგინდა, თეთრად შეღებილი კედლები სწრაფად გაყიდვაში დაგეხმარება? ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ თეთრი ფერის კედლები ფოტოგრაფიაში ლამაზად და სუფთად ჩანს, რაც მომავალი მყიდველის ყურადღებას სწრაფადვე იპყრობს და არჩევანის გაკეთებასაც უმარტივებს.
საბოლოოდ, გადაწყვიტე, რომ თეთრი ინტერიერის დიზაინში აქტიურად გამოიყენო და კედლები თეთრად შეღებო, მანამდე ქვემოთ მოცემული პუნქტები გაითვალისწინე:
თეთრის 140-ზე მეტი ელფერი
სიმარტივისა და უბრალოების მიუხედავად, თეთრის 140-ზე მეტი ელფერი არსებობს. თუ აქამდე თეთრი ფერი გაღიზიანებდა, შეიძლება იმის გამოც, რომ შენზე მორგებული ელფერი ჯერ არ გიპოვნია. თეთრი საღებავები უმეტესწილად 3 ჯგუფად იყოფა:
რაც შეიძლება ბევრი სინათლე
თეთრი ფერის კედლებსა და სინათლეს მეტად საინტერესო დამოკიდებულება აქვთ. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ადამიანები თეთრი ფერის კედლებს სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ამის მთავარი მიზეზი ის არის, თუ ბინაში რა რაოდენობის სინათლე შემოდის და თავად ოთახში რა ავეჯი გვიდგას. როგორც თითოეული ადამიანია უნიკალური, ისევე უნიკალურია - მათი ბინები და თეთრი ფერის აღქმა. ამიტომ, როდესაც გადაწყვეტ კედლები თეთრად შეღებო, თეთრისა და სინათლის ეს დამოკიდებულებაც გაითვალისწინე.
მაგალითად, თუ შენს საძინებელ ოთახში შუადღის მზის სინათლე შემოდის, თეთრად შეღებილი კედლები მოცისფრო-მონაცრისფრო ელფერს მიიღებს. ეს კი შენს საძინებელ ოთახში მყუდრო ატმოსფეროს შექმნის და დაძინებას გაგიმარტივებს.
იგივე წესი არ გამოგადგება მაშინ, როდესაც შენი საძინებელი ოთახი ჩრდილოეთის მხარეს მდებარეობს. ამ შემთხვევაში კი, კედლისთვის თეთრის თბილი ტონები შეარჩიე.
ხის მასალა - აი, რა გჭირდება აუცილებლად
თუ წარმოიდგინე, როგორ გამოიყურება თეთრად შეღებილი კედლები და ფიქრობ, რომ მსგავს დიზაინს მარილი აკლია, ამ უკანასკნელად ხის მასალა გვევლინება. ხისა და თეთრის ტანდემი კი ყველაზე პოპულარული და მოდური არჩევანია. ხეს ოთახში შემოაქვს სითბოსა და სიმყუდროვის განცდა. ის დაგეხმარება ნეიტრალურ სივრცეს ხასიათი შემატო. შენ დაგჭირდება ხისგან დამზადებული ჩარჩოები, კარი, მაგიდა ან სკამები იმისთვის, რომ შენი ბინა უფრო მყუდრო, მეგობრული და თბილი გახდეს.