რამდენიმე რჩევა თეთრი ფერის ნაძვის ხის მორთვის შესახებ
#ინტერიერი
შობა-ახალი წელი სულ მალე გვესტუმრება, ჩვენ კი მას საახალწლო გარემოთი და გაორმაგებული თბილი და მყუდრო შეგრძნებებით ვხვდებით. ყველაზე ცნობილი და ტრადიციული საახალწლო ატრიბუტი მწვანე ნაძვის ხეა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მის ზღაპრულ ალტერნატივად თეთრი ფერის ნაძვის ხე გვევლინება.
რა უპირატესობები აქვს თეთრ ნაძვის ხეს?
რა ფერის დეკორაციები და სათამაშოები უხდება თეთრ ნაძვის ხეს?
ფერთა თეორიაში თეთრი ყველა ფერის კომბინაციას წარმოადგენს. სწორედ, აქედან გამომდინარე, თეთრი ნაძვის ხის მორთვისას საკუთარი გემოვნებით უნდა იხელმძღვანელოთ და ფერების შერჩევისას თავი არ შეიზღუდოთ. ფერთა პალიტრამ თქვენი ხასიათი და სტილი უნდა გამოკვეთოს, თეთრის ნეიტრალურობა კი სწორედ ამაში დაგეხმარებათ. მეტი შთაგონებისთვის და ელეგანტური ფონის შესაქმნელად გამოიყენეთ ის ფერები, რომლებშიც შესრულებულია ბალიშები, ხალიჩები, სავარძლის ქსოვილები თუ სურათები. მაგალითად, თუ რომელიმეს ფერია ფირუზისფერი, ლაიმისფერი მწვანე თუ ფორთოხლისფერი, ნაძვის ხის დეკორირებისას ეს ფერები აუცილებლად გაითვალისწინეთ.
თეთრი ნაძვის ხის დეკორირება
თეთრი ნაძვის ხე ელეგანტური ვიზუალისაა და მისი დეკორირების უამრავი შესაძლებლობა არსებობს. სწორედ ორნამენტებსა და დეკორზეა დამოკიდებული, თუ ნაძვის ხეს რომელ სტილს მიანიჭებთ: ეს იქნება გლამურული, ვინტაჟური, მინიმალისტური, ტრადიციული თუ სხვა.
გლამურულ თეთრ ნაძვის ხეს პასტელური ორნამენტები ამშვენებს, გირლანდები კი სწორედ ორნამენტების ფერებშია გადაწყვეტილი. ვინტაჟური თეთრი ნაძვის ხისთვის დაგჭირდებათ ამავე სტილში შესრულებული დეკორი, განათებები და ორნამენტები. მინიმალისტური ნაძვის ხის დეკორირებისას თეთრი და შავი ფერის ორნამენტები ჭარბობს, რომლებიც ომბრე სტილს ქმნიან. შავი, თეთრისა და ოქროსფერი დეკორის ნაზავი თეთრ ნაძვის ხეზე ძალიან ელეგანტურად გამოიყურება.
კლასიკური სტილის თეთრ ნაძვის ხეს დახვეწილი ფერთა პალიტრა და მეტალის აქცენტები ქმნის. შედეგად თქვენ იღებთ განათებულ ნაძვის ხეს, რომელსაც საახალწლო სანათები საერთოდ არ სჭირდება და ოთახს მათ გარეშეც ანათებს.
თუ უფრო რეტრო სტილისკენ მიდიხართ, დაამატეთ ფერადი აქსესუარები და მკვეთრი ფერის ორნამენტები. გამოიყენეთ ჰაეროვანი ყვავილებისა და მეტალის ფიფქების დეკორი, რომლებიც უნიკალურ ნაძვის ხეს შექმნიან.
თეთრი ნაძვის ხის ყველაზე მთავარი უპირატესობა ისაა, რომ, თუ მას მცირე ფართის ბინაში დადგამთ, ის სივრცეს განა შეისრუტავს, არამედ პირიქით - ვიზუალურად გაზრდის. თუ თქვენ სწორედ მცირე ფართის ბინის შეძენას აპირებთ, „არქი ვარკეთილის“ პროექტში დიდი საახალწლო ფასდაკლება გელით. შეხვდით ახალ წელს ახალი ბინით.