4 მიზეზი, თუ რატომ არის თეთრი კედელი საუკეთესო
#ინტერიერი
არსებობს წარმოდგენა, რომ თეთრი კედლები მოსაბეზრებელი და მოსაწყენია. ეს მცდარი წარმოდგენაა, რადგან თეთრის უამრავი ელფერი არსებობს და თეთრი კედელი შეიძლება იყოს მრავალმხრივი, დინამიური. ამ ბლოგში თეთრი კედლების შესახებ მცდარ მითებს დავანგრევთ და მის უპირატესობებზე ვისაუბრებთ.
1. სივრცეს უფრო დიდს აჩენს
თუ ცდილობ, რომ ოთახი უფრო ფართო გამოაჩინო, თეთრი საღებავი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. თეთრს, როგორც ნათელ და ღია ფერს ოთახში ნაკლებად დატვირთულობის ილუზიაც შეუძლია შექმნას. ასევე, გარდაქმნის სუსტად განათებულ სივრცეებს.
2. მარტივი და თანამედროვეა
ნეიტრალური და მინიმალიზმით შთაგონებული სივრცეები ნებისმიერ ეპოქაში ტრენდულია. თეთრი კედლები კი ნამდვილად ელეგანტური და ნეიტრალურია.
3. ყველაფერს უხდება
თეთრი კედლების არჩევა მაშინაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა, როცა დეკორი მრავალფეროვანი და ეფექტურია, რადგან თეთრი ფერი არ დაჩრდილავს ინტერიერის სხვა დეტალებს. თუ ხელოვნების მოყვარული ხარ და სახლში სხვადასხვა ნამუშევრები გაქვს, სწორედ თეთრი კედლები გჭირდება, რათა არ გადაფაროს ნამუშევრების ეფექტურობა.
4. იდეალური ფონია
ბუნება გიყვარს? ამ შემთხვევაშიც თეთრი კედლები გამოგადგება, რადგან ჯუჯა ხეებისთვის, ყავილებისა და დამუშავებული ქვებისთვის თეთრი იდეალური ფონია. ასევე, იდეალურია ტექსტურის დასამატებლად, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის ხალიჩა და ქსოვილები.
სხვა ბლოგებში ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ინდივიდუალიზმი მოდაშია, თეთრი კედლები კი საუკეთესოა ინდივიდუალიზმის საკუთარი ხელით შესაქმნელად.