სურათის ჩარჩოს შერჩევის მეთოდები
#ინტერიერი
ჩარჩოს მთლიანი ოთახის ინტერიერში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამიტომ, ჩარჩოს შერჩევა მნიშვნელოვანი დეტალია. თუ ინტერიერში სურათების ჩამოკიდებას გეგმავ, ჩვენი ბლოგი დაგეხმარება ჩარჩოები სწორად შეარჩიო.
შეუხამე მასალა და ფერი ოთახის დეკორს
სურათის ჩარჩოებისთვის მასალის და ფერის არჩევის ერთ-ერთი მეთოდი ოთახის ინტერიერის დეტალების გათვალისწინებაა. მაგალითად, თუ ავეჯს შავი ფერის დეტალები აქვს, ჩარჩოებიც შავი ფერის გამოიყენე. თუ ინტერიერში სპილენძის დეტალებია შეარჩიე სპილენძის ჩარჩოები.
გაითვალისწინე ინტერიერის სტილი
ინტერიერის სხვადასხვა სტილისთვის საჭიროა სპეციფიკური მასალების ჩარჩოები. თუ რომელიმე სტილის ინტერიერი გაქვს არჩეული სურათის ჩარჩოებიც მას უნდა შეუხამო. მაგალითად:
სკანდინავიური: სკანდინავიურ ინტერიერს თეთრი ან შავი ხის ჩარჩოები უხდება, რადგან მსუბუქი და ნაკლებად ეკლექტიკური სტილია.
გლამურული: თუ ოთახის ინტერიერში გლამურული სტილი გაქვს, არჩევანი შეაჩერე ოქროსფერი ან ვერცხლისფერი დეტალებით გაფორმებულ ჩარჩოებზე.
ბოჰემური: ბოჰემურ სტილს მუხის და მუქი ხის ჩარჩოებს ძალიან ადვილად მოუხდენ.
მინიმალისტური: შენი სახლის ინტერიერი მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი? მაშინ ჩარჩოების შერჩევაში თავისუფალი ხარ და ექსპერიმენტებსაც თუ მიმართავ, ინტერიერი კიდევ უფრო ლამაზი გახდება.
განსხვავებული ჩარჩოები
გარკვეული ტიპის სურთის ჩარჩოების შერჩევის ნაცვლად სხვადასხვანაირი ჩარჩოების გამოყენებაც შეგიძლია ცადო, რადგან ახლა ძალიან ტრენდულია მრავალფეროვნება და სტანდარტებიდან გადახვევა. თუმცა, გაითვალისწინე, რომ სურათის ჩარჩოებისგან რაღაც კომბინაცია მაინც უნდა შეიქმნას, რომელიც საერთო ინტერიერს მოუხდება.