8 მარტივი ხერხი სახლში საზაფხულო დეკორაციის შესაქმნელად
#ინტერიერი
ნათელი ფერების, მსუბუქი და დადებითი განწყობის, თავგადასავლების სეზონი დადგა. ზაფხულში ყველაფრის გადახალისიებას ვიწყებთ და რატომ არ უნდა გადავახალისოთ სახლი? თუ სახლში ჯერ კიდევ არ შეგიქმნია საზაფხულო დეკორაციები, არც ახლაა გვიანი. ბლოგში წაიკითხავ მარტივ და სახალისო მეთოდებს, რომლის დახმარებითაც სახლში საზაფხულო, პრაქტიკულ და გამამხნევებელ დეკორს შექმნი.
მისაღები ოთახი
დეკორი არის ის, რისი დახმარებითაც სასურველ სივრცეს ვამშვენებთ. მისაღებ ოთახში ფერადი ხალიჩის (იატაკზე ან კედელზე), პუფების, დაწნული ავეჯისა და პატარა, ორიგინალური ფორმის სავარძლების გამოყენებით შეგიძლია შექმნა საზაფხულო განწყობა.
ავეჯი
ინტერიერის, დეკორის განახლება ახლის ყიდვასთან ასოცირდება და ნამდვილად შეუძლებელია ყველა სეზონზე ავეჯის გამოცვლა. ავეჯის გადაადგილებით და გადასაფარებლების ცვლილებით მიაღწევ იმ განახლებას, რომელიც ტრენდული იქნება ყველა სეზონის ცვლილებისას.
კედლის დეკორაციები
სახლში განწყობის შეცვლის და საზაფხულო დეკორაციების შექმნის ერთ-ერთი საუკეთესო საშალება კედლის მორთვაა. გამოიყენე ფერადი ნახატები, სახის ნიღბები, შპალერის შემცვლელი სიტიკერი ან მოზაიკით გაფორმებული ნაჭერი. შეგიძლია რამდენიმე დეკორიც შეუხამო ერთმანეთს.
მცენარეები
მორთე სახლი მცენარეებით, ამაზე უკეთ საზაფხულო განწყობას ვერაფერი შექმნის. ფერადი ყვავილები და მწვანე მცენარეები ნებისმიერ ოთახს სიმშვიდეს და ესთეტიკას შემატებს.
ბალიშები
ბალიშები დეკორაციის შეცვლის ეკონომიური გზაა. მათი გამოყენება მისაღებშიც და საძინებელშიც შეიძლება. რაც მთავარია ბალიშის პირის შეცვლით იცვლება დეკორაციაც. თუ სახლის ინტერიერს ბალიშებს მოარგებ მათი ვიზუალის შეცვლას სეზონის მიხედვით შეძლებ.
სარკე
დიდი სარკის კედელზე ჩამოკიდებით ოთახში სივრცის აღქმა შეიცვლება და არეკლილი მზის სხივები ნამდვილ საზაფხულო განწყობას შექმნის.
საზაფხულო დეკორაცია სახალისოა, ცვლის ბინას და რაც მთავარია შენს ყოველდღიურ განწყობაზე მოქმედებს.