როგორ დავიცვათ სისუფთავე სახლში, როცა შინაური ცხოველი გვყავს
#სხვა
მოწესრიგებული ბინა კომფორტულად ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხოლო სისუფთავე სახლში არც ისე მარტივი დასაცავია, როცა ბინაში შინაური ცხოველი ცხოვრობს. თუ შინაური ცხოველი გყავთ, ჩვენი ბლოგი ნამდვილად გამოგადგებათ. აქ წაიკითხავთ რჩევებს, როგორ უნდა დაიცვათ და შეინარჩუნოთ ბინაში სისუფთავე ისე, რომ თქვენ კომფორტულად იყოთ, შინაური ცხოველი კი უსაფრთხოდ.
სახლში სისუფთავის შესანარჩუნებლად პირველ რიგში აუცილებელია, თავად ცხოველი იყოს მოვლილი. შინაური ცხოველი სახლში გყავთ მაგრამ მისი გარეთ გაყვანა რეგულარაულად გჭირდებათ (რა თქმა უნდა, ეს ძირითადად ძაღლებს ეხება). ძაღლის შამპუნით ხშირად დაბანვა არ შეიძლება, თუმცა მხოლოდ წყლით სწრაფად ბანაობაც მოგცემთ შედეგს და თავიდან აგარიდებთ ბინის დაბინძურებას. ასევე, ყოველი გასეირნების შემდეგ არ უნდა დაგავიწყდეთ ძაღლისთვის თათების გასუფთავება. ყველა ცხოველს ცვივა ბეწვი, ბეწვის შესამცირებელად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სავარცხლები, რომლებიც ძაღლებისთვისაც არსებობს და კატებისთვისაც. ეს სავარცხლები დაგეხმარებათ შინაურ ცხოველს ზედმეტი ბეწვი მოაშოროთ, რაც სახლის დაბინძურებას შეამცირებს.
როდესაც შინაური ცხოველი გვყავს, რთულია თავი ავარიდოთ, რომ დივანზე არ აძვრეს. გარკვეული მასალისგან დამზადებული დივანი კი შეიძლება ბეწვის ბუდედ იქცეს.
თქვენი შინაური ცხოველის რეგულარულად მოვლისა და სახლის დასუფთავების გარდა, მნიშვნელოვანია ცხოველის ნივთების მოვლაც. სახლში სისუფთავის დასაცავად ცხოველის სათამაშოები, საწოლი, საყელოები და სხვა ნივთები მუდამ სუფთა უნდა იყოს, ხშირად გაწმინდეთ თითოეული. არ დაგავიწყდეთ, რომ ცხოველს აუცილებლად სჭირდება მისთვის განკუთვნილი საწოლი. მისი შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ წყალგამძლე იყოს და არ იწოვდეს სუნს.
სახლის დასუფთავებისას მნიშვნელოვანია ყურადღებით შეარჩიოთ საწმენდი საშუალებები, რადგან ზოგიერთი ნივთიერება შინაური ცხოველისთვის სახიფათოა და სერიოზულად შეიძლება ავნოს. მავნებელი ნივთიერებებია: სპირტი, ამიაკი და ეთერზეთები. თუ ამ საშუალებებს გამოიყენებთ, მოარიდეთ ცხოველი და სანამ არ გაშრება არ გამოიყვანოთ. შინაური ცხოველებისთვის უსაფრთხო საწმენდი საშუალებები:
ბლოგის ბოლოს წარმოგიდგენთ რამდენიმე დამატებით „ხრიკს“, რომელიც შინაური ცხოველის პატრონებს გამოგადგებათ:
1. დაფარეთ დაბალი ზედაპირები მუქი, პრიალა საღებავით. ასეთი საღებავს ცხოველის ცხვირისა და თათების ანაბეჭდი ნაკლებად ეტყობა.
2. წებოვანი გორგოლაჭი შინაური ცხოველის ყველა პატრონს უნდა ჰქონდეს სახლში. არსებობს ქსოვილები, რომლებსაც ხშირად ვერ გარეცხავთ და მათ გასაწმენდად კი წებოვანი გორგოლაჭი კარგი საშუალებაა.
3. მოათავსეთ ცხოველის საკვები და წყალი დახურულ სივრცეში, მაგალითად დაბალ უჯრაში. ამით თავიდან აირიდებთ, რომ საკვები და წყალი ცხოველის სათამაშო არ გახდეს, ნაკლები არეალი დაბინძურდება და მხოლოდ კონკრეტული ადგილის დასუფთავება მოგიწევთ.
არქი ქარდით კი შეგიძლიათ პარტნიორ მაღაზიებში ფასდაკლებით შეიძინოთ ხარისხიანი მტვერსასრუტი, ავეჯი, შინაური ცხოველისთვის საჭირო ნივთები და მოვლის საშუალებები. ეს არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც ყველა არქელს არქიში ბინის შეძენისთანავე საჩუქრად გადაეცემა.