როგორ მოვაწყოთ შინაურ ცხოველზე მორგებული ინტერიერი
#ინტერიერი
ყველას გვიყვარს ჩვენი შინაური ცხოველები, მაგრამ ხშირად მათგან გამოწვეული არეულობა დისკომფორტს გვიქმნის და ინტერიერს გვიზიანებს. ჩვენს ბლოგში წაიკითავ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოაწყო სახლი ისე, რომ შენი შინაური ცხოველიც კომფორტულად იყოს და არც სახლი დაზიანდეს.
არ გამოიყენო ღეჭვადი მასალა
თუ შინაური ცხოველი გყავს, ინტერიერში ნაკლებად გამოიყენე ხე, რადგან ადვილად ღეჭვადია. არჩევანი შეაჩერე ლითონზე ან ქრომზე, რომელიც გამძლეა და კბილებით, ბრჭყალებით არ დაზიანდება.
შექმენი სათამაშო სივრცე
თითქმის ყველა შინაური ცხოველი ცელქია, თან ბევრი სათამაშო აქვს და აქეთ-იქით ყრის. ამის თავიდან ასაცილებლად გამოუყავი სივრცე, სადაც სათამაშოებს დაალაგებ და რამდენჯერმე იქვე ეთამაშე, რათა გაიგოს, რომ ეს ადგილი მისი სათამაშო სივრცეა.
ჭურჭელი
არც შენთვის იქნება უცხო გადაყირავებული თასები, დაყრილი საკვები და დაღვრილი წყალი. საკვები თასები რომ სხვადასხვა ადგილას არ იყოს და ხშირ წმენდასაც დააღწიო თავი, შეარჩიე ისეთი ავეჯი, როემელსაც თასების და საკვების სათავსოები ექნება. ასე ადგილსაც დაზოგავ და არეულობასაც აირიდებ თავიდან.
გლუვი ქსოვილი
რაც არ უნდა ხშირად აჭრიდე ბრჭყალებს, ისე მაინც ვერ დააჭრი, რომ ნაზი ქსოვილი არ დაგიზიანოს. ნაზი ქსოვილი ბეწვს იკრავს და ადვილად იხევა, ამიტომ, გამოიყენე ტყავი ან მისი მსგავსი სინთეტიკური გამძლე მასალა.
გამძლე იატაკი
კლანჭები ქსოვილის და ავეჯის გარდა იატაკსაც აზიანებს. ხის იატაკი კი ადვილად იკაწრება და ფუჭდება. თავად ცხოველისთვისაც დისკომფორტი და სახიფათოა, რადგან დაზიანებული იატაკიდან შეიძლება ხიჭვი შეერჭოს. იატაკზე დააგე ხის შემცვლელი, რომელიც მეტად გლუვი და მყარი იქნება.
ფარდები
კატებსა და ძაღლებს უყვართ ბუნებრივი სინათლე, ფანჯრებიდან შემომავალი შუქი და ფანჯრებიდან ყურება. ნუ ჩამოკიდებ სქელ ფარდებს და ჟალუზს, მითუმეტეს, თუ ოთხფეხა მეგობარს მარტო ტოვებ ხოლმე, რადგან ამ დროს, ლოდინისას განსაკუთრებით სჭირდება ფანჯრიდან ყურება, ეს მას სტრესს არიდებს. შეარჩიე მსუბუქი და გამჭვირვალე ქსოვილის ფარდები.