საზაფხულო ინტერიერის 5 ტრენდი
#ინტერიერი
ზაფხული საუკეთესო დროა იმისთვის, რომ თქვენს ბინაში ინტერიერი გადაახალისოთ. სახლში დეტალების შეცვლა სასიამოვნო პროცესთან ერთად თერაპიულ დატვირთვასაც ატარებს. ოჯახის წევრების ჩართულობა ამ პროცესს სახალისოს და მრავალფეროვანს ხდის. ბინაში ზაფხულის მუხტის შესაქმნელად თანამედროვე ტენდენციები დაგეხმარებთ. გაგაცნობთ ინტერიერის იმ ტრენდებს, რომლებიც 2020 წლის ზაფხულში პოპულარობის ზენიტშია.
ზაფხული ყვავილების სეზონია. სწორედ ყვავილებიანი პრინტები არის გათვალისწინებული საზაფხულო ინტერიერშიც. დიდი, აბსტრაქტული თუ ბოტანიკური - ყველანაირი მცენარე თქვენს ბინას კრეატიულ, ლამაზ და მრავალფეროვან ადგილად გარდაქმნის. ყვავილებიანი შპალერი განსაკუთრებით პატარა სივრცეებს, მაგალითად, სააბაზანოს კედლებს უხდება. ასევე მსგავს პრინტს იყენებენ მისაღები ოთახის აქცენტირებული კედლისთვის.
სამზარეულო კუნძული თავისი პრაქტიკულობითა და ვიზუალით გამოირჩევა. კუნძული სამზარეულოს უფრო ფუნქციურ და სივრცულ ადგილად გარდაქმნის, თუმცა მისი ერთ-ერთი უარყოფითი თვისება დამონტაჟების სირთულეებს ეხება. ამ სირთულეებთან შეჭიდება რომ არ მოგიწიოთ და საზაფხული ტრენდებიც გაითვალისწინოთ, შეგიძლიათ გორგოლაჭებიანი კუნძული შეიძინოთ, რომელიც ფუნქციურობისა და კომფორტულობის შეგრძნებას გაგიორმაგებთ.
ჰუგე სკანდინავიურ ქვეყნებში გავრცელებული სიტყვაა და მყუდრო, კომფორტულ სახლს ნიშნავს. სწორედ მისი ინსპირაციით შექმნილია ამავე სახელწოდების სტილი, რომელიც სკანდინავიურ სუფთა ხაზებს, გათანამედროვებული შუა საუკუნეების ინსპირაციასა და მინიმალურ დეკორს მოიაზრებს. მთლიანობაში კი ეს ყველაფერი 2020 წლის საზაფხულო ინტერიერის ჰიტია. უფრო დეტალურად კი ჰუგეს სტილი მოიცავს ღია ხისფერ ტონებს, მცენარეებს, მარტივ ფორმებსა თუ პატერნებს. რადგანაც ეს სტილი ხელს უწყობს იმას, რომ სივრცე არ გადაიტვირთოს, ჰუგე სააბაზანოსა და სამზარეულოსთვის განსაკუთრებით ეფექტური იქნება.
ზაფხულში ადამიანები მხიარულებისკენ და სინათლისკენ ისწრაფვიან. გასაკვირი არაა, საზაფხულო ინტერიერიც ამ განწყობებს რომ ასახავს. კომფორტულობასთან ერთად სივრცის განათება მას ვიზუალურადაც ზრდის. მასალები, როგორებიცაა, ქვა, ხე და აგური დაგეხმარებათ შექმნათ მყუდრო გარემო. საზაფხულო ფერთა გამა - ნაზი ცისფერისა და მწვანის ნაზავი კი პატარა ოაზისს მოგაგონებთ. ეს ფერები ზაფხულის სიცხეს აბალანსებს და ისეთ მშვიდ გარემოს ქმნის, სადაც თქვენს ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნოდ დაისვენებთ.
როტანგი ხის ტიპია, რომელიც დაწნული ავეჯის დამზადებაში გამოიყენება. სწორედ ეს მასალაა ზაფხულის დეკორის ერთ-ერთი ტრენდი. როტანგის ნაწილები ავეჯსა და სარკეებს შესანიშნავ იერს აძლევს. მასალა ორგანული და ბუნებრივია. ინტერიერში მისი დამატებით თქვენ ბოჰემურ გარემოს ქმნით. თუ როტანგის მასალით ექსპერიმენტების ჩატარება მოგინდათ, დაწნული ყუთებით და სათავსოებით დაიწყეთ.
თუ ბინა თბილისში, არქის დასრულებულ პროექტში გაქვთ შეძენილი და ინტერიერის საზაფხულოდ შეცვლა გადაწყვიტეთ, არქის ახალი სერვისი, არქი ფიქსი დაიხმარეთ. პროფესიონალი კადრები სარემონტო სამუშაოებს მაღალი ხარისხით შეგისრულებენ.