როგორ შევუქმნათ ბავშვს სახლში პროდუქტიული სასწავლო გარემო
#ინტერიერი
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ყველა მშობელი დგას გამოწვევის წინაშე, როგორ შეუქმნან ბავშვებს სწავლისთვის შესაფერისი გარემო. თუ მშობელი ხარ და ბავშვი სკოლაში მიიყვანე, ჩვენს ბლოგში მოცემული რჩევები დაგეხმარება, სახლში შესაფერისი სასწავლო გარემოს შექმნაში.
სწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდი სივრცე, სადაც ბავშვი წყნარად შეძლებს დავალებების შესრულებას. ამიტომ, აუცილებელია გამოვყოთ ცალკე სივრცე, რომელშიც არ შეაწუხებს ტელევიზორის თუ ოჯახის სხვა წევრების ხმაური. ამ სივრცის არსებობა ხელს შეუწყობს პროდუქტიულობას, ხოლო საკუთრების განცდა სწავლისთვის მოტივაციას გაუჩენს.
სასწავლო კუთხის მოწყობისას გამოიყენე მეცადინეობისთვის საჭირო ყველა ნივთი და ამასთან ერთად გააფორმე ბავშვის საყვარელი ნივთებით, პერსონაჟების პლაკატებითა თუ აქსესუარებით. მოწყობისას მაქსიმალურად ჩართე თავად ბავშვი, რადგან სამეცადინო სივრცე მშობლის ინტერესებზე კი არა, მოსწავლისაზე უნდა იყოს მორგებული. ასაკის მატებასთან ერთად კითხე რამის შეცვლა ხომ არ სურს, აგრძნობინე, რომ ცვლილებების შეტანა დამოუკიდებლადაც შეუძლია. ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ეს მისი ინდივიდუალური სივრცეა.
ასევე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შესაფერისი სკამის შერჩევა. სკოლაში მერხთან ჯდომა შეიძლება დამღლელი იყოს, ამიტომ სახლში სამეცადინო სივრცეში სკამი სწორედ ბავშვის კომფორტზე უნდა იყოს მორგებული. უმჯობესი იქნება, თუ კლასგარეშე საკითხავისთვის ცალკე დასაჯდომ კუთხეს მოუწყობ, რათა ერთ ადგილას არ მოუწიოს მეცადინეობაც და წიგნის კითხვაც.
უფროსები ხომ ვიღლებით ჯდომით? ბავშები უფრო სწრაფად იღლებიან. ბავშვთან ერთად შეადგინე შესვენების განრიგი და მიეცი შესაძლებლობა, ეს დრო სურვილისამებრ გამოიყენოს. თუ სამეცადინო სივრცეში გასართობ კუთხესაც მოუწყობ მის შესვენებას უფრო სახალისოს გახდი და სამეცადინო სივრცესაც მეტად შეაყვარებ.
ყველაფერს, რაც სკოლისთვის, თუ სახლში სამეცადინო სივრცის მოსაწყობად გჭირდება არქი ქარდით პარტნიორ მაღაზიებში ფასდაკლებით შეიძენ.
არქი ქარდი არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც ბინის შეძენისას ყველა არქელს საჩუქრად გადაეცემა.