საშობაო ყვავილის მოვლის წესები
#სხვა
საშობაო ყვავილი „პუანსეტა“, ანუ „შობის ვარსკვლავი“ მექსიკაში წარმოიშვა და დღესდღეობით მთელ მსოფლიოში საშობაო დეკორაციად გამოიყენება. იგი ნოემბრის შუა რიცხვებიდან იანვრამდე ყვავის. პუანსეტა სხვადასხვა ფერის არსებობს, თუმცა ყველაზე პოპულარული წითელია, საშობაოდაც წითელს იყენებენ.
არსებობს მითი, რომ ძალიან რთული მოსავლელია, ამიტომ ძირითადად აახალი წლის შემდეგ აგდებენ. როგორც კი შობა ახალი წელი დასრულდება შენც შეგიძლია გადააგდო, ან შეეცადო მოუარო და შემდეგ წელსაც გამოიყენო, ამაში ეს ბლოგი დაგეხმარება.
საშობაო ყვავილის შეძენა
საშობაო ყვავილის შეძენისას გაითვალისწინე, რომ მაღაზიაში ყვავილი არ ედგათ კარის სიახლოვეს. კართან დგამენ, რათა მომხმარებლის ყურადღება მიიქციონ, მაგრამ ეს ყვავილს აზიანებს და შეიძლება სახლში მიტანისას ფოთლები დასცვივდეს.
ჯანსაღ საშობაო ყვავილს ხელუხლებელი ბუსუსები აქვს, ხოლო თუ ფოთლების შუაში ყვითელი კვირტებიც აქვს ნიშნავს, რომ მცენარე მაღალი ხარისხისაა. ასევე, შეამოწმე ნიდაგი, რომელიც არც სველი არ უნდა იყოს და არც ძალიან მშრალი. საშობაო ყვავილი მგრძნობიარე მცენარეა, ამიტომ შეძენის შემდეგ ქაღალდში შეფუთე და ისე წაიღე, რათა აარიდო დაბალი ტემპერატურა და დაიცვა ნაკაწრებისგან.
როგორ უნდა იზრუნო საშობაო ყვავილზე?
პუანსეტას სითბო და სინათლე სჭირდება, თუმცა მზის სხივები პირდპირ არ უნდა ეცემოდეს. 15-დან 22 გრადუსამდე ტემპერატურა მისთვის იდეალურია.
მოსარწყავად გამოიყენე ანადუღარი ან ერთი დღის ნადგომი წყალი. ისიც გაითვალისწინე, რომ არ უყვარს ბევრი წყალი. დააკვირდი ფოთლებს, თუ უყვითლდება არასწორად მორწყვაზე მიანიშნებს. მორწყვა საჭიროა, როცა ნიადააგი შესამჩნევად შრება. უმჯობესია წყალი დააკლდეს, ვიდრე ზედმეტად დასველდეს. გამოიყენე ოთახის ტემპერატურის წყალი.
იმისთვის, რომ შობის შემდეგ გადარჩეს აპრილში უნდა გასხლა. მაისში გადარგე და ზაფხულში გრილ ადგილას მოათავსე. ხოლო ნოემბერის მოახლოებასთან ერთას 12 საათის განმავლობააში დღის სინათლეში ამყოფე, შემდეგი 12 საათი კი სრულ სიბნელეში.
საშობაო ყვავილის ხელმეორედ აყვავება თეორიულად შესაძლებელია, თუმცა დიდ ძალისხმევას საჭროებს და იშვიათდ გამოიყურება ისე, როგორც პირველ წელს. ვერ აყვავების შემთხვევშიც ძალიან ლამაზი მცენარეა და შეგიძლია ოთახის ჩვეულებრივ მცენარედ აქციო.