7 რჩევა პატარა ბინაში საახალწლო დეკორაციის შესაქმნელად
#ინტერიერი
დეკემბერი დადგა. ზუტად ის დროა, როცა სახლი საოცრებად უნდა გადააქციო და შობა-ახალი წლისთვის მოამზადო. თუ შენი სახლი პატარაა, არ იფიქრო, რომ საახალწლო დეკორაციებს ვერ შექმნი. ჩვენ გთავაზოთ იდეებს, თუ როგორ უნდა მორთო სახლი იმ შემთხვევაშიც კი, როცა სივრცე არ გყოფნის.
ნაძვის ხის შერჩევა
ნაძვის ხე ახალი წლის მთავარი დეტალია, მაგრამ პატარა სივრცისთვის შესაფერისი ნაძვის ხის პოვნა საკმაოდ რთულია. იმის ნაცვლად, რომ ნაძვის ხეზე უარი თქვა, შეარჩიე პატარა ზომის. სწორი სათამაშოებით და ორნამენტებით თუ მორთავ, პატარა ზომისაც ძალიან ეფექტური იქნება და შენს ბინაში სადღესასწაულო განწყობას შექმნის.
გადასაფარებლები
გვინდა თუ არა, მაგიდა ყოველთვის ოთახის ცენტრად აღიქმება. ამიტომ, ისეთი გადასაფარებელი გამოიყენე, რომელსაც სადღესასწაულო ორნამენტები ექნება და შეგიძლია გირლანდებიც დაამატო.
კედლის გაფორმება
აქციე კედელი საახალწლო დეკორაციის ნაწილად: ჩამოკიდე სადღესასწაულო ბარათები, გააფორმე გირლანდებით და ციმციმა განათებით.
ფანჯრების მორთვა
სახლის მორთვის დროს უყურადღებოდ რჩებათ ხოლმე ფანჯრები. არადა, ფანჯრების გამოყენება ძალიან კარგად შეიძლება: დაამაგრე ფარდები ლამაზი ლენტებით, რათა სინათლე შემოვიდეს ოთახში, რაფებზე საახალწლო სუვენირები დააწყვე, ან დაკიდე საახალწლო თემატიკის გვირგვინი. თუმცა, არ დაგავიწყდეს ყურადღება მიაქციო, რომ სივრცე ძალიან არ გადაიტვირთოს.
სადღესასწაულო სანთლები
სადღესასწაულო განწყობის შექმნა დეკორის გარდა სურნელსაც შეუძლია. საახალწლო დიზაინის სანთლები კი დეკორსაც მოუხდება. სანთლის სურნელი აარჩიე შენი გემოვნებით, რათა განწყობასთან ერთად, სახლში მყუდრო ატმოსფეროც შეიქმნა.
კარის მორთვა
თუ სახლში შემოსასვლელ კარს მორთავ, სტუმრებს წინასწარ შეუქმნი განწყობას. აქაც შეგიძლია გირლანდების ან გვირგვინის გამოყენება და არც მისასალმებელი მხიარული ხალიჩის დაფენა არ დაგავიწყდეს.
ცვლილებები
სადღესასწაულო დეკორისთვის მხოლოდ ლამაზი კი არა, ფუნქციური ნივთები შეარჩიე და ძველ დეკორაციებს კი არ დაამატო ახალი, უბრალოდ დროებით ძველი შეინახე და საახალწლო დეკორაციებით ჩაანაცვლე. ასე თავიდან აირიდებ არეულობასა და ქაოსს.