საქანელა სკამი - ახალი ტრენდი გამორჩეული ინტერიერის შესაქმნელად
#ინტერიერი
საქანელა სკამი ინტერიერის დიზაინის ახალი ტრენდია და სულ უფრო პოპულარული ხდება. გარდა იმისა, რომ ნებისმიერი სტილის ინტერიერს დახვეწილობას და თანამედროვეობას მატებს, საქანელა სკამებს უამრავი პლუხი აქვს, რომლებზეც ამ ბლოგში მოგიყვებით.
საქანელა სკამი ახალ სტილს შექმნის შენს სახლში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ლამაზი ავეჯი ნებისმიერი ოთახისთვისთვის თუ აივნისთვის. ეს არის ავეჯი, რომელიც ყოველთვის მიიპყრობს ყველა მნახველის ყურადღებას. იგი წარმოუდგენლად კომფორტულია და საოცრად მყუდრო გარემოს ქმნის.
საქანელა სკამი
ამ სკამის რამდენიმე ტიპი არსებობს. შეგიძლია შეარჩიო ისეთი, რომელსაც სპეციალური თოკის მეშვეობით ჭერზე ჩამოკიდებ ან ღერძიანი, რომელსაც ჩამოკიდება არ სჭირდება, რადგან თავისივე ღერძზეა ჩამოკიდებული. დიდი ოთახისთვის დიდი ზომის საქანელა სკამი დაგჭირდება, პატარა ოთახისთვის კი შედარებით მცირე ზომისას უნდა მიანიჭო უპირატესობა. თუ გსურს სკამი იყოს ადვილად გადასაადგილებელი, უნდა მოძებნო მყარი და გამძლე მასალისგან დამზადებული, ხის ჩარჩოთი. თუ სახლში პატარა ბავშვი გყავს, საუკეთესო არჩევანი იქნება ლითონისგან დამზადებული, რომ ადვილად არ გადაყირავდეს.
უპირატესობები
საქანელა სკამი ძალიან კომფორტული დასაჯდომია, რომელიც განტვირთვაში დაგეხმარება. ნელი რხევა განტვირთვისა და მოდუნებისთვის საუკეთესო საშუალებაა, ასევე, დადებითად მოქმედებს განწყობაზე. საქანელა სკამის დახმარებით შეგიძლია შექმნა სტრესის მომხსნელი სივრცე და გამოიყენოთ, როგორც წიგნის წასაკითხად და ტელევიზორის საყურებლად, ისე იოგის ვარჯიშებისა თუ უბრალოდ დასვენებისთვის. მისი განთავსება შესაძლებელია მზიან ადგილას, რათა D ვიტამინი მიიღოთ და ისე განიტვირთოთ, ან განათავსოთ ჩრდილში, სიცხის დროს სიგრილეში დასასვენებლად. საქანელა სკამი შესანიშნავი გართობის საშუალებაა ბავშვებისა თუ უფროსებისთვის. თუ რამდენიმე საქანელა სკამს შეიძენ, სახლში შექმნი ისეთ საკომუნიკაციო სივრცეს, სადაც მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებას მოახერხებ.
არქი ქარდით კი პარტნიორ კომპანიებში საქანელა სკამის ფასდაკლებით შეძენა შეგიძლია. ეს არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც არქიში ბინის შეძენისთანავე საჩუქრად გადმოგეცემა.