რა უნდა გაითვალისწინო საღებავის შერჩევისას
#ინტერიერი
ახალი საღებავი ოთახის იერსახეს მთლიანად ცვლის, ამიტომ ფერის არჩევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. როცა მაღაზიაში დგახარ და შენ წინ ფერთა უამრავი პალიტრაა, შეიძლება დაიბნე და შეცდომები დაუშვა, ამ ბლოგში წაკითხული რჩევები კი შეცდომებს აგარიდებს.
არსებული დეკორი
როცა ახალი საღებავის ფერს არჩევ ყურადღება მიაქციე იმ ოთახის ფერთა სქემას, დეკორსა და ავეჯის ფერებს, რომლის შეღებვაც გსურს. თუ დატესტვას გეგმავ ცარიელ ოთახში არ დატესტო, დატოვე სეკორის რამდენიმე მთავარი ელემენტი და ფერი შეუხამე.
საღებავის ტონები
ყველა ფერს აქვს ცივი ან თბილი ტონი. მაგალითად, ზოგ თეთრ ფერს ცისფერის ელფერი დაჰკრავს და ოდნავ ცივია. ზოგს კი ყვითელი ტონი აქვს და მეტად თბილია. რადგაან კედლის საღებავი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაი ფერი, ყურადღება მიაქციე ფერის ტონს. პირველ რიგში გადაწყვიტე, ოთახში თბილი ელფერი გინდა თუ ცივი.
დატესტვა
მაღაზიაში საღებავი შეიძლება იდეალური მოგეჩვენოს, მაგრამ შენს კედელს სულაც არ მოუხდეს, ამიტომ დატესტვა აუცილებელია. საუკეთესო ვარიანტია პირდაპირ კედელზე შემოწმება, მაგრამ თუ ეს არ გიხერხდება, შეგიძლია თეთრი ფურცელი შეღებო და გააკრა კედელზე.
თუ რამდენიმე ფერის შემოწმება გსურს, არ დაუშვა შეცდომა და ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ წაუსვა. სინჯებს შორის დატოვე სივრცე. ასევე, უმჯობესია, რომ სხვადასხვა კედელზე დატესტო, რადგან ასე უკეთ დაინახავ, თუ როგორ გამოიყურება საღებავები სხვადასხვა განათებაში.
შეიძლება დატესტვის დროს მოგეწონოს ფერი, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ ზუსტად ის საღებავია, რომელიც გჭირდება. არჩევანის გაკეთებამდე კარგი იქნება, თუ საღებავს დააკვირდები, რადგან საღებავის ფერი ხშირად სვადასხვა განათებასა და ამინდში განსხვავებულია. განსხვავებულ პირობებში ნახვით (ამინდი, დღის შუქი და ღამის განათება) ზუსტად გეცოდინება, იდეალური ფერია თუ არა.
სწორი ხელსაწყოები
ბიუჯეტური ნივთების შეძენა ყოველთვის მაცდურია, მაგრამ დაბალი ხარისხის ჯაგრისებმა და ლილვაკებმა შეიძლება საღებავზე კვალი დატოვოს, არ მოგცეს სასურველი შედეგი და რა თქმა უნდა, თავიდან შეღებვა უფრო დიდი ხარჯი იქნება. ამიტომ, უპირატესობა მიანიჭე მაღალი ხარისხის სამღებრო ხელსაწყოებს.
გაითვალისწინე: ყოველთვის უმჯობესია მეტი საღებავი გქონდეს და შეღებვიის შემდეგ მოგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს.