3 რჩევა სახლის საგაზაფხულოდ მოსამზადებლად
#ინტერიერი
გაზაფხული ახლოვდება და დროა ბინა უფრო თბილი ტემპერატურისთვის მოვამზადოთ. თუ მოუთმენლად ელი გაზაფხულს და გინდა შესაბამისი გაწყობაც შეიქმნა, ეს ბლოგი სწორედ შენთვისაა. აქ წაიკითავ სამ რჩევას, თუ როგორ უნდა მოამზადო ბინა საგაზაფხულოდ.
ღრმა წმენდა
სახლის დასუფთავება ის ნამდვილად არ არის, რისი კეთებაც ყველას გვიყვარს, მაგრამ აქამდე თუ სამომავლოდ დებდი ამ პროცესს, ახლა საუკეთესო დროა სახლის დასალაგებლად. პირველ რიგში გააღე ფანჯრები, გირჩევთ, შენი საყვარელი მუსიკაც ჩართო და დაიწყო გენერალური ლაგება: მტვრის გადაწმენდიდან დაწყებული, იატაკის მოპრიალებით დასრულებული. პროცესი კი დამღლელია, მაგრამ ბინის დასუფთავება პირველია ახალი სეზონის შესაფერისი განწყობის სახლში შემოსატანად.
ზამთრის ტანსაცმელი
გაზაფხულის შემოსვლის ერთ-ერთი პირველი ნიშანი თბილ სვიტერებთან, ზამთრის ქურთუკებთან, ხელთათმანებთან და ცივი ამინდის შესაფერის სხვა ტანსაცმელთან გამომშვიდობებაა. ეს მძიმე, თბილი ტანსაცმელი შენს სახლში ძალიან დიდ ადგილს იკავებს და არეულობას ქმნის. სახლის დალაგების შემდეგ, გაათავისუფლე სივრცე ფერადი, თხელი და ლამაზი ტანსაცმლისთვის.
გამწვანება
ყველაფერი აყვავებას იწყებს, გამწვანების სეზონი მოდის! თუ მცენარეები გიყვარსმ გამოიყენე ეს მომენტი და შენს ბინას დაამატე სიმწვანე. შეგიძლია შეარჩიო ჩამოსაკიდი მცენარე, ქოთნის მწვანე მცენარე ან ქოთნის ფერადი ყვავილები. მცენარეების დამატება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ინტერიერის განსაახლებლად და გადასახალისებლად. თან საგაზაფხუო განწყობასაც ნამდვილად შეგიქმნის. მცენარეების მოვლის შესახებ კი ჩვენს სხვა ბლოგში შეგიძლია წაიკითხო.