გამარჯობა, მე არჩი ვარ 👋 შემიძლია დაგეხმარო შენი სახლის შერჩევაში 🔎
ბავშვის ოთახის საახალწლოდ მორთვის იდეები
#ინტერიერი
წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდი ახალი წელი და მასთან შეხვედრის სამზადისია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვებისთვის. თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პატარებს გამორჩეული სადღესასწაულო განწყობა შევუქმნათ. ბავშვის ოთახის საახალწლოდ მორთვა განწყობის შესაქმნელად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. თუ ოჯახში ბავშვი გყავთ და თქვენი მიზანიც მისთვის საახალწლო განწობის შექმნაა, ჩვენი ბლოგი დაგეხმარებათ. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ რჩევებს, რათა გაგიმარტივოთ საახალწლო სამზადისი და ბავშვის ოთახის მორთვა.
პატარა დეტალების დამატებით შეგიძლიათ შეცვალოთ ბავშვის ოთახის ინტერირი, თანაც ისე, რომ ბავშვს ყოველდღიურად უქმნიდეს საახალწლო განწყობას. რაც არ უნდა მცირე დეტალებს ცვლიდეთ გაითვალისწინეთ, აუცილებლად ჰკითხეთ ბავშვს აზრი და პროცესში ჩართეთ. თუ ბავშვი საკუთარი ოთახის მორთვაში ჩაერთვება, დეკორაციები მეტად შეუქმნის განწყობას და ამასთან ერთად დაგეხმარებათ მას დაუახლოვდეთ, სასიამოვნო მოგონებები დააგროვოთ. საახალწლო ინტერიერის შესაქმნელად მარტივი გზებია:
როგორი უნდა იყოს ბავშვის ოთახი საახალწლოდ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ლამაზი და ნათელი. ამ შედეგის მარტივად მისაღწევად კი განათებაა საჭირო. პატარა ნათურებით შეგიძლიათ მორთოთ საწოლი ან საახალწლო განათება შემოახვიოთ ფანჯრის გარშემო. სადღესასწაულო განათებები სხვადასხვა ზომის და ფორმისაა ხელმისაწვდომი, ასე რომ შეგიძლიათ შეარჩიოთ, როგორც ბავშვის, ისე თქვენი გემოვნებით. სულ რომ სხვა არანაირი დეკორაცია არ გამოიყენოთ, განათება თავისთავად შექმნის იმ განწყობას, რომელიც ახალი წლისთვის აუცილებელია და ამასთან ერთად, მისი ინტერიერში დატოვება არასადღესასწაულო დღეებშიც კარგი იდეაა, რადგან სიმყუდროვეს ქმნის. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი ნათურები და კაშკაშა, გასაოცარი, დღესასწაულისთვის შესაფერისი ოთახი შექმნათ.
საახალწლო ატმოსფეროს შესაქმნელად ოთახში განათავსეთ მწვანე, თეთრი და წითელი ფერის დეკორაციები. ამ სამი ფერის გაერთიანება პირდაპირ ასოცირდება ახალ წელთან. არ დაგავიწყდეთ ბავშვის ოთახში ნაძვის ხის დადგმა. მცირე ზომის, დეკორატიული ნაძვის ხეც შექმნის შესაბამის განწყობას. ხოლო, თუ ასაწყობი ნაძვის ხისთვის საკმარისი სივრცეა ოთახში მორთვაში აუცილებლად დაიხმარეთ ბავშვი. შეიძლება სახლში ცალკეც გედგათ ნაძვის ხე, მაგრამ სპეციალურად ბავშვის ოთახისთვის განკუთვნილი ნაძვის ხე პატარაზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს და გამორჩეულ განწყობას შეუქმნის.
საოცნებო ახალი წელი თოვლის გარეშე წარმოუდგენელია. სახლში ბუნებრივ თოვლს ვერ შეიტანთ, თუმცა შეგიძლიათ სპეციალური დეკორაცია შექმნათ. საუკეთესო განწობისთვის გირჩევთ ჭერზე ფიფქები დაამაგროთ და მათ გამოჭრაში ბავშვიც ჩართოთ. ასევე, შესაძლებელია ფიფქის ფორმის განათების გამოყენება, რომელიც ყოველ საღამოს შექმნის ზამთრის შესაფერის მყუდრო გარემოს.
შეარჩიეთ ბავშის ოთახის ფართის შესაფერისი კარავი. დიახ, კარავი! ეს ის ნივთია, რომელიც თქვენი ბავშვის ოთახში გამორჩეულ განწყობას შემოიტანს. ერთათ მორთეთ კარავი ნათურებით და სხვადასხვა დეკორაციით. მიეცით ბავშვს უფლება სასურველი ნივთები მოათავსოს კარავში. კარავი პატარასთვის საუკეთესო გამოცილება იქნება. ნურც ამ კარავში დარჩენას დაუშლით, ეს მას გაუჩენს მოგზაურობის განცდას და საკუთარ ოთახში შეძლებს ლაშქრობაში იყოს, მოიგონოს სხვადასხვა თავგადასავალი.
დამატებითი რჩევა: ზოგადად, ბავშვის გონება ძალიან მრავალფეროვანი და კრეატიულია. ამიტომ, მაქსიმალურად ეცადეთ მისი ფანტაზიები გამოიყენოთ. ბავშვზე მრავალფეროვან და უკეთეს მრჩეველს ვერსად იპოვით. დაუსვით მას კითხვები და ჩვენი იდეების გამოყენებით შექმენით ოცნების ოთახი.
არქი ქარდით კი დეკორაციისთვის საჭირო, მრავალფეროვან აქსესუარებს არქის პარტნიორ მაღაზიებში ფასდაკლებით შეიძენთ. ეს არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც არქიში ბინის შეძენისთანავე საჩუქრად გადმოგეცემათ.