როგორ უნდა შეუსაბამოთ სხვადასხვა ტიპის პატერნი ერთმანეთთან?
#ინტერიერი
პატერნი ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. მიუხედავად იმისა, რომ ბინის მოწყობისას, ის შეიძლება ყველაზე ბოლოს დაამატოთ, პატერნს სწორედ ის ენერგია, სიცოცხლე და ხასიათი შემოაქვს, რომელიც ნებისმიერ მყუდრო სახლს სჭირდება.
უამრავი სახის პატერნი არსებობს, მაგრამ უმთავრეს კატეგორიაში 4 მათგანი წევრიანდება: ზოლიანი, გეომეტრიული, ყვავილოვანი და ორგანული. რომელს რომელი ტიპის პატერნი შეესაბამება, ამ ბლოგით გირჩევთ:
ზოლიანი
ყველაზე გავრცელებულ და მარტივ პატერნებს შორის ზოლიანი პატერნია, რომელიც ძირითადად ორ ფერში გვხვდება. თუ ინტერიერში შავ-თეთრი ზოლების პატერნს აირჩევთ, ბინაში კლასიკურ ატმოსფეროს შექმნით. მომრგვალებული ზოლები კი სივრცეს უფრო რბილს და სტუმართმოყვარეს ხდის.
გეომეტრიული
გეომეტრიულ პატერნში მარტივი და ხაზოვანი ფორმები მეორდება. ინტერიერში ის შეგხვდებათ სამკუთხედების, კვადრატებისა თუ წრეების ფორმების სახით. არსებობს ორი მარტივი გზა, თუ როგორ უნდა შეუსაბამოთ გეომეტრიული პატერნი სხვა ტიპის პატერნებს. 1. აირჩიეთ მხოლოდ ისეთი გეომეტრიული ფიგურები, რომლებსაც მომრგვალებული ფორმები არ აქვთ. 2. აირჩიეთ ისეთი გეომეტრიული პატერნები, რომელთა ხაზებს თანაბარი სისქე აქვთ.
ყვავილოვანი
ზოლიანი პატერნისგან აბსოლუტურად განსხვავდება ყვავილოვანი პატერნი, რომელიც შედარებით უფრო კომპლექსურია და მორმგვალებული ფორმებით გამოირჩევა. თანამედროვე ბინებში ხშირად შეხვდებით ყვავილების, ფოთლებისა თუ მცენარეების პრინტების ნაზავს, რომლებსაც ბინაში ბუნების, სიმწვანისა და სიცოცხლის მუხტი შემოაქვთ. ყვავილოვანი პატერნები გეომეტრიულ პატერნებთან ერთად იდეალურ ნაზავს ქმნის, რომელიც, ერთი მხრივ, სწორი ხაზებითა და, მეორე მხრივ, ყვავილოვანი სიმსუბუქით გამოირჩევა.
ორგანული
ორგანული პატერნები შთაგონებას ბუნებრივი ფორმებისგან იღებენ. ამ კატეგორიაში ცხოველების პრინტებიც გადის. თანამედროვე დიზაინის ბინებში ხშირად შეგხვდებათ ზებრას პრინტის პატერნი, რომელიც იდეალურად ერწყმის ზოლიანი პატერნის კლასიკურ, შავ-თეთრ, ვარიანტს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ორგანული და გეომეტრიული პატერნების ტანდემი. ორგანული პატერნი ასევე კარგად ერწყმის გეომეტრიულ პატერნებს,
სხვადასხვა ტიპის პატერნები ერთმანეთს შეგიძლიათ დაუკავშიროთ ფერებითა და ზომებით.
ფერები
ფერებით დიფერენცირება იდეალური ვარიანტია იმისთვის, რომ სხვადასხვა პატერნი ერთმანეთს ჰარმონიულად დაუკავშიროთ. მაგალითად, ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტილი კედელი დაგეხმარებათ სხვადასხვა პატერნი ააწყოთ და სასიამოვნო, ერთიანი ფერთა გამა შექმნათ.
ზომა
პატერნის ზომა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი სტილი. პატარა პატერნი ოთახში დაიკარგება, როდესაც შედარებით დიდი პატერნი ფოკუსის წერტილიც კი შეიძლება გახდეს. სწორედ ერთი ზომა შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ ოთხივე ტიპის პატერნი (ზოლიანი, გეომეტრიული, ყვავილოვანი და ორგანული) ერთ სივრცეში ჰარმონიულად დაუკავშიროთ.