8 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყიდოთ ბინა არქიში
#სხვა
ბინის ყიდვა ცხოვრების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია. ეს პროცესი, ერთი მხრივ, საკმაოდ ემოციურია, მეორე მხრივ, კი არაჩვეულებრივი ინვესტიციაა, რომელსაც ბინის მფლობელებისთვის ფინანსური სარგებელი მოაქვს. ბინის შეძენა გადაწყვეტილებით იწყება. თუ თქვენ უკვე გადაწყვიტეთ, რომ ცხოვრებაში ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგათ, ჩვენ იმ 8 მიზეზს გეტყვით, თუ რატომ უნდა აირჩიოთ არქი ცხოვრების მეგზურად.
არქი ბინის შეძენის მსურველებს არჩევანის მრავალფეროვნებას სთავაზობს. 14-წლიანი გამოცდილების შედეგად, დღესდღეობით, არქის 26 დასრულებული პროექტი და 20 მიმდინარე მშენებლობა აქვს. ამათგან უმეტესობა თბილისის ყველა უბანში მდებარეობს, ერთი დასრულებული პროექტი ბათუმშია, წელს კი არქის პროექტებს არქი კოხტას სახით ბაკურიანის ლოკაციაც დაემატა. კომპანიის უპირატესობაც სწორედ ესაა: მომხმარებელს, ამ მხრივ, შეუძლია თავი არ შეიზღუდოს და სასურველ ლოკაციაზე შეიძინოს არქის უძრავი ქონება.
ენერგოეფექტური მშენებლობები ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება. არქი ითვალისწინებს თანამედროვე ტენდენციებს და მისი საცხოვრებელი შენობები ენერგოეფექტური მასალებით შენდება. ენერგოეფექტურობის მთავარი პრინციპია სითბოსა და სიგრილის შენარჩუნება გათბობისა და ვენტილაციის გარეშე. ეს, ერთი მხრივ, ზოგავს ენერგიას და გარემოზე დადებითად მოქმედებს, მეორე მხრივ, კი მაცხოვრებელი ზოგავს იმ ფინანსებს, რასაც კომუნალურ გადასახადებში იხდის. არქის პროექტების ერთ-ერთი მთავარი მასალა გერმანული წარმოების ბლოკი - იტონგია. მისი დახმარებით ბინების გასათბობად და გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. არქის ბინებში დამონტაჟებულია დაბალემისიური მინები, რომლებიც ასევე ენერგოეფექტური თვისებებით გამოირჩევა.
ბინის შეძენისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, თუ რა ტიპის კარკასით ჩაგბარდებათ ის. არსებობს კარკასის სამი ტიპი: შავი, თეთრი და მწვანე. არქი კი თავის მომხმარებელს ინოვაციურ პროდუქტს - პრემიუმ კარკასს სთავაზობს. ეს არის მწვანე კარკასის ალტერნატიული ვერსია, რომელიც სრულიად თეთრ კარკასს მოიცავს და ემატება დაბალემისიური მინები და გათბობის მილები. ეს ახალი მაცხოვრებლისთვის დიდი უპირატესობას წარმოადგენს. ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ, მას არ მოუწევს ისეთ საქმეებს შეეჭიდოს, როგორებიცაა, მაგალითად, კედლის გალესვა, იატაკის მოჭიმვა, ქსელების მიყვანა და სხვა. ეს ყველაფერი მას გაკეთებული დახვდება და ზრუნვა ბევრად სასიამოვნო პროცესებზე: ინტერიერის დიზაინისა თუ დეკორატიული ელემენტების შერჩევაზე მოუწევს. ამ პროცესში მთელი ოჯახის ჩართულობა კი წევრებს ერთანეთთან უფრო მეტად დაახლოებს და საქმიანობას სახალისოს გახდის. ხოლო თუ ბინის ყიდვა დასრულებული რემონტით გსურთ, არქის ამ შემთხვევაშიც აქვს შემოთავაზება: არქი თაუერში ან არქი თამარაშვილში ბინას სასურველი რემონტის პაკეტით შეიძენთ.
ბინის შეძენისას ფინანსები ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. განვადების რთული პირობები ბინის ყიდვის მსურველებისთვის ხშირად დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცევა ხოლმე. არქის გადახდის პირობები კი ისე შემუშავდა, რომ ის ნებისმიერი ასაკის და შემოსავლების მქონე ადამიანებზეა მორგებული. განსაკუთრებით ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთი პირველი ბინა შეიძინონ. სწორედ ამიტომ არქიში ბინის ყიდვა პირველადი შენატანის გარეშე შეგიძლიათ. ასევე არ არის აუცილებელი დაადასტუროთ თქვენი შემოსავალი. უძრავი ქონების შესაძენად მხოლოდ პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ.
როდესაც გადახდის მოსახერხებელ პირობებზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არქი თავისი მრავალფეროვანი აქციებით გამოირჩევა. რამდენიმე თვეში ერთხელ კომპანია მაცხოვრებელს დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს. ღონისძიებებს ყოველთვის მომხმარებლების რეიტინგული რაოდენობა ესწრება. ზოგი აქცია კი სპეციალურად ემიგრანტებისთვის ეწყობა. არქი ზრუნავს საქართველოდან წასულ ქართველ ემიგრანტებზე და ბინის შეძენის ისეთ შეთავაზებებს სთავაზობს, რაც მათ დაეხმარებათ უფრო მალე დაბრუნდნენ სამშობლოში.
არქის ყოველდღიურ ცხოვრებაში სოციალურ პასუხისმგებლობას დიდი ადგილი უკავია. მთავარი მიმართულებებია: გარემოს დაცვა, ჯანსაღ ცხოვრების პოპულარიზება, ქართული ფეხბურთის მხარდაჭერა და ბავშვებზე ზრუნვა. გარემოს დაცვის მხრივ არქი ყოველ მშენებარე 10 კვადრატულ მეტრზე 1 ხეს რგავს. კომპანია ასევე საფეხბურთ კლუბ „სამტრედიის“ გენერალური სპონსორია. არქის საქველმოქმედო ღონისძიებებში კომპანიასთან ერთად არქელებიც ხშირად მონაწილეობენ და არაერთ საინტერესო ინიციატივას ახორციელებენ ხოლმე.
როგოც აღვნიშნეთ, არქის პრემიუმ კარკასით შესრულებულ ბინაში გადასვლისას თქვენ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის ჩატარება მოგიწევთ. არქი ცდილობს თავის მაცხოვრებლებს ამაში ხელი შეუწყოს და არქი ქარდს სთავაზობს. ეს არის ლოიალურობის ბარათი, რომლის დახმარებით კომპანიის პარტნიორ მაღაზიებში ავეჯს, ტექნიკას, სარემონტო მასალებს და დეკორატიულ ელემენტებს დიდი ფასდაკლებით შეიძენთ. ამასთან ერთად, არქი ქარდი მოიცავს ისეთ ობიექტებს, რომლებიც მომხმარებლს ფიტნესს, იოგას, ესთეტიკური მედიცინის სხვადასხვა პროცედურას და სასწავლო კურსებს სთავაზობს.
დღესდღეობით არქი 15 000-მდე არქელს ერთ დიდ ოჯახში აერთიანებს. ეს კომპანიისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ბინის შეძენის შემდეგ არქი მაცხოვრებლებთან კონტაქტს არ წყვეტს. არქის პროექტებში ხშირად ეწყობა გასართობი, საბავშვო ღონისძიებები, დღესასწაულებზე არქელები კომპანიისგან საინტერესო საჩუქრებს იღებენ. საბოლოოდ კი, არქი ცდილობს თავისი მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს.