შემოსასვლელისთვის ფერის შერჩევის 4 წესი
#ინტერიერი
ხშირად, როცა სახლს ვღებავთ ან ინტერიერს ვცვლით შემოსასვლელი უყურადღებოდ გვრჩება. არადა ეს ის ოთახია, რომელშიც საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ და თან შემოსასვლელის ფერის სქემას გავლენა აქვს მთელი სახლის ინტერიერის აღქმაზე. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია იყო გაბედული და გამოავლინო საკუთარი პიროვნება. ამ ბლოგში წაიკითხავ რამდენიმე წესს, რომელიც დაგეხმარება დაიწყო შემოსასვლელის შეცვლა.
გააფორმე განწყობის ასამაღლებელი ფერებით
შემოსასვლელი არის პირველი ოთახი, რომელსაც სახლში შესვლისას გაივლი, ამიტომ ისე უნდა იყოს გაფორმებული, რომ თავი კარგად გაგრძნობინოს. დამტკიცებულია, რომ ფერები აუმჯობესებს განწყობას. აირჩიე თამამი და ნათელი ფერები, ეს ძალიან კარგი გზაა წინასწარი განწყობისა და მოლოდინის შესაქმნელად, თუ რას უნდა ველოდოთ სახლის დანარჩენ ნაწილში.
გამოიყენე თბილი ფერები
პატარა ან ვიწრო დერეფნის ინტერიერის შერჩევისას ასეთი არჩევანი გაქვს: მიიღო მისი ზომა, შეღებო მუქი ფერებით და გააფორმო ნახატებით, ან თბილი ფერების გამოყენებით უფრო დიდი გამოაჩინო სივრცე, შეგიძლია ოდნავ მუქი ჩრდილებიც დაამატო.
მიჰყევი ტრენდს
ახლა ტრენდულია პატარა შესასვლელში არსებული ხის ნაკეთობების, რადიატორების, ჭერის და შიდა კარის იმავე ფერში გადაღებვა რა ფერისაც არის კედლები. ეს შექმნის ერთიან სივრცეს და დერეფნის გავლის შემდეგ შენი სტუმრები სახლის დათვალიერებას დაიწყებენ. თუ გსურს სტუმრებმა სახლის ინტერიერს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ეს სქემა ამის საუკეთესო საშუალებაა.
ფონად გამოიყენე კრემისფერის ტონები
კრემისფერი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი ფერია, რომელიც სიმშვიდისა და უნაკლოების განცდას აღძრავს, არის მყუდრო და კომფორტული. ანტიკვარული ნივთების, ნახატების და სხვა დეკორაციების ფონად საუკეთესოა, რადგან კრემისფერის არც ერთი ტონი არ დაჩრდილავს ამ ნივთებს და პირიქით, მნახველს საშუალებას მისცემს უკეთ აღიქვას. ასე რომ, თუ დერეფანში დეკორატიული ნივთები ან ნახატები გაქვს არჩევანი კრემისფერზე უნდა შეაჩერო.