5 რჩევა პატარა ფართის ბინაში სამზარეულოს მოსაწყობად
#ინტერიერი
სახლში სამზარეულოსთვის განკუთვნილი ფართის ზომა არ განსაზღვრავს, რამდენად ეფექტური და ფუნქციური იქნება სამზარეულო. მთავარია, როგორ მოვაწყობთ და ავითვისებთ სივრცეს. თუ პატარა ფართის ბინა გაქვს და სამზარეულოს მოწყობას გეგმავ, წაიკითხე ჩვენი რჩევები, რომლებიც დაგეხმარება მარტივად მოაწყო ფუნქციური და კომფორტული სამზარეულო.
„ოქროს წესი“, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო:
სამზარეულოში ნუ განათავსებ ზედმეტ, არასაჭირო ნივთებს და თუ ასეთი ნივთები უკვე გაქვს, აუცილებლად მოიშორე, რათა არ გადატვირთო სივრცე. ამის შემდეგ, უკვე შეგიძლია დაიწყო სამზარეულოს მოწყობა.
ზონების შექმნა
შეიძლება უკვე გსმენია სამზარეულოს ზონირების შესახებ. ეს ძალიან ეფექტური გზაა პატარა სამზარეულოს ორგანიზებისთვის. მაგალითად, დასუფთავების ზონაში უნდა მოათავსო ნიჟარა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, საწმენდი საშუალებები, ყოველდღიური ჭურჭელი, სამზარეულოს პირსახოცები და ნაგვის ურნა, ხოლო, კარადა, სათავსოები და საჭმლის მოსამზადებელი ინსტრუმენტები ღუმელის გარშემო. ცალკე ადგილი გამოყავი საკუჭნაოსთვის. სივრცის სიმცირის გამო ზონები შეიძლება გადაიკვეთოს, თუმცა ეს პრობლემა არ არის, პირიქით, სიმყუდროვეს შექმნის. არ დაგავიწყდეს, სივრცე გამოყო მაგიდისთვის, თუ ადგილი არ გყოფნის, პატარა ყავის მაგიდა მაინც გამოიყენე.
სექციების ორგანიზება
სამზარეულოს სექციების ორგანიზებისას მთავარი მინიმალიზმია. მოწესრიგებული სექციები მთელი სამზარეულოს მოწესრიგებულობას უზრუნველჰყოფს. დაახარისხე ყველაფერი უჯრებსა და ქილებში, გამოსაჩენ ადგილას დაალაგე რასაც ხშირად იყენებ, ხოლო, რასაც იშვიათად იყენებ დაფარულ სექციებში მოათავსე. ასე ყოველდღიურ საქმიანობასაც გაიადვილებ და სამზარეულოც მუდმივად დალაგებული გექნება.
ვერტიკალური განლაგება
ადამიანების უმრავლესობას უყვარს საჭრელი დაფებისა და სხვა ბრტყელი ნივთების ჰორიზონტალურად დალაგება, რაც დიდ ადგლის იკავებს. „იფიქრე ვერტიკალურად“, ანუ აირჩიე ისეთი კარადა და სათავსოები, სადაც ვერტიკალურად განათავსებ ნივთებს. შეიძინე ავეჯი, რომელშიც ვერტიკალურად თავისუფლად ჩაეტევა დიდი ტაფის თავსახურიც კი.
საკვები პროდუქტის განლაგება
პატარა სამზარეულოში აუცილებელია პროდუქტის შეფუთვისგან გათავისუფლება, იმ შემთხვევაშიც, თუ საკუჭნაო გაქვს. ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოს, რომ შეფუთვა ადგილს არ იკავებს, არადა დიახაც იკავებს და უწესრიგობასაც ქმნის. გადაიტანე ყველა მშრალი პროდუქტი ეტიკეტირებულ, გამჭვირვალე კონტეინერებში. ასე გაიადვილებ საჭირო პროდუქტის ამოცნობასაც და მარტივად გაიგებ როდის გეწურება მარაგი.
კარები და თაროები
როდესაც საქმე პატარა სამზარეულოს მოწყობას ეხება, კარები შეიძლება ძალიან გამოსადეგი იყოს. თუ სამზარეულოს ავეჯის არც ერთ კარს არ აქვს თაროები შეგძლია დაამონტაჟო და გამოიყენო სანელებლების, მშრალი პროდუქტის, სარეცხი საშუალებებისა და სხვა საჭირო ნივთების შესანახად.
თუ სამზარეულოს მოწყობას გეგმავ არქი ქარდით შეძლებ ფასდაკლებით შეიძინო ყველაფერი, რაც შეიძლება სამზარეულოში დაგჭირდეს. არქი ქარდი ფასდაკლების ბარათია, რომელიც არქიში შეძენისთანავე ყველა არქელს საჩუქრად გადაეცემა.