როგორ მოვაწყოთ სახლში პატარა ოფისი, თუ დისტანციურად ხშირად ვმუშაობთ
#ინტერიერი
დღესდღეობით ბევრი დამსაქმებელი და დასაქმებული ირჩევს სრულ ან ნაწილობრივ დისტანციურ მუშაობას. სახლიდან მუშაობა კი კომფორტულთან ერთად შეიძლება ხელის შემშლელიც იყოს, რადგან არასწორად ორგანიზებულ სამუშაო სივრცეში ყურადღება გაგვეფანტოს და ვერ ვიყოთ საკმარისად პროდუქტიულები. თუ შენც გიწევს დისტანციურად მუშაობა, წაიკითხე ჩვენი რჩევები, როგორ მოაწყო სახლში ისეთი პატარა ოფისი, რომელიც უფრო პროდუქტიულს გაგხდის და თავსაც ჰარმონიულად გაგრძნობინებს.
როგორ გავხადოთ სამუშაო სივრცე უფრო კომფორტული
სამუშაო სივრცის ორგანიზება მხოლოდ სივრცის ლამაზად მოწყობას არ ნიშნავს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად ფუნქციური და კომფორტულია, რამდენად ეფექტურია შენთვის ამ სივრცეში მუშაობა. ამისთვის პირველ რიგში, სწორად უნდა შეარჩიო მაგიდა. თუ სივრცე ძალიან პატარაა, შეგიძლია განათავსო კუთხის მაგიდა. მაგიდის შერჩევისას გაითვალისწინე, რაში აპირებ მის გამოყენებას არასამუშაო დროს. ასევე, ყურადღებით შეარჩიე სამუშაო სკამი, რადგან არაკომფორტულად ჯდომა შენს პროდუქტიულობას მინიმუმამდე დაწევს.
სივრცის დასაზოგად გამოიყენე მცურავი თაროები, რომლებიც ნივთების სწორად ორგანიზებაში დაგეხმარება. ასეთი თაროები მრავალფეროვანი დეკორატიული ელემენტების გამოყენების შესაძლებლობასაც მოგცემს. დეკორაციები კი შენს პიროვნებასაც გამოხატავს და მუშაობის პროცესსაც მეტად სასიამოვნოს გახდის.
სახლის ოფისის დეკორი
გამწვანებას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ამიტომ კარგი იქნება, თუ სამუშაო ოთახში, მაგიდასთან ან მის გარშემო მწვანე მცენარეებს გამოიყენებ. მცენარეები ასევე ხელს უწყობს კრეატიულობას.
გამოიყენე მაგიდის სანათი, რომელიც დღის შუქზეც გამოგადგება ვიდეოზარების განხორციელებაში. კარგად განათებული მაგიდა შენს პროდუქტიულობას გაზრდის და განწყობას გაგიუმჯობესებს. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო სივრცე შენს ინდივიდუალიზმს გამოხატავდეს, ამისთვის საუკეთესო გზაა სამუშაო მაგიდის მახლობლად, კედელზე სახასიათო ნახატის ჩამოკიდება. ამით საკუთარ ინტერესებსაც გამოხატავ და სივრცეს ეფექტურს გახდი. დეკორაციებში ისეთი ნივთები და აქსესუარები გამოიყენე, რომლების ყურებაც შენზე დადებით გავლენას ახდენს.
ყველაფერს, რაც სახლში პატარა ოფისის მოსაწყობად გჭირდება არქი ქარდით პარტნიორ კომპანიებში ფასდაკლებით შეიძენ.
არქი ქარდი ფასდაკლების ბარათია, რომელიც არქიში ბინის შეძენისთანავე საჩუქრად გადმოგეცემა.