როგორ მოვაწყოთ მცირე ფართის ბინა არქიში?
#ინტერიერი
არქი თავის მაცხოვრებელს სასურველი ფართისა თუ გეგმარების ბინას სთავაზობს. არქიში ბინების ფართი 43 კვადრატული მეტრიდან იწყება. ზუსტად ამ ფართის ბინა კი არქი ისანი C-ს კორპუსში მდებარეობს. ბინის შეძენის მსურველების საკმაოდ დიდი ნაწილი უპირატესობას დიდთან შედარებით მცირე ფართის უძრავ ქონებას ანიჭებს. მიუხედავად ამ ფაქტისა, მაცხოვრებლებს ხშირად აღელვებთ ის საკითხი, როგორ გადაანაწილონ ფართი ფუნქციონალურად და პრაქტიკულად. რიგ შემთხვევაში, თუ სწორ სტრატეგიულ ნაბიჯებს გადავდგამთ, საბოლოოდ, მყუდრო და კომფორტულ გარემოს მივიღებთ, რომელიც ყველა საჭირო ატრიბუტითა თუ დეკორაციული დეტალით იქნება აღჭურვილი. არქის თითოეული პროექტი თეთრი ან პრემიუმ კარკასით ბარდება. ეს გულისხმობს: მეტალოპლასტმასის კარფანჯარას, გათბობის მილებს, დაბალემისიურ მინებს, ელექტროობის გამართულ ქსელს და აივანზე დაგებულ კერამოგრანიტის ფილებს. ამასთან ერთად, არქი მობინადრეებს აძლევს საშუალებას ბინის გეგმარება თავისი გემოვნების მიხედვით შექმნან.
ბინის ფართის მიუხედავად, მისი მოცულობის გაზრდა ვიზუალურად შეიძლება. ამ ეფექტის მისაღწევად საუკეთესო ვარიანტი ჭერის შეღებვა ან მისი შპალერით დაფარვაა. იქმნება ილუზია, რომ ჭერი მაღალია, თქვენი ბინა კი - მოცულობითი. ფერების შემთხვევაში, მცირე ზომის ბინაში, უმჯობესია ღია ფერები გამოიყენოთ, რადგან მუქი ფერები სინათლეს შთქანთქავს. ერთი მხრივ, ეს დადებითიც კია, რადგან სახლში მყუდრო გარემოს შექმნით, მეორე მხრივ, კი სახლის ფართს ვიზუალურად კიდევ უფრო დააპატარავებთ. თუ გსურთ, რომ ბინა მეტად ჰაეროვანი და დიდი გამოჩნდეს, კედლებისა და იატაკის ფერები გააღიავეთ. ავეჯის მხრივ, იდეალური ვარიანტი მრავალფუნქციური საწოლის, დივნისა თუ სათავსოების შეძენაა. ეს დამატებით სივრცეს მოგცემთ. ნივთები კი, როგორებიცაა, სათამაშოები, ტანსაცმელი, წიგნები თუ ჟურნალები, შეგიძლიათ ავეჯის დამატებით სათავსოში შეინახოთ.
სახლის დეკორისთვის პატარა აქსესუარებს დიდი აქსესუარები ამჯობინეთ. ბევრი პატარა დეკორი გადატვირთული დეკორის ასოციაციას იწვევს. ამის ნაცვლად, შეცვალეთ ისინი დიდი დეკორით, მაგრამ არც იმხელა ზომით, რომ ბინა მათში ჩაიკარგოს. თუ ხელოვნების მოყვარული ხართ, უმჯობესია აირჩიოთ ფართო ზომის ნახატები. სინათლით თამაში ერთ-ერთი ეფექტური გზაა ბინის მოცულობა ვიზუალურად გაზარდოთ. გამოიყენეთ მინის მაგიდები, რომლებიც ირეკლავენ სინათლეს, ხოლო ვიზუალურად მცირე ადგილს იკავებენ, პლუს, მსგავსი მაგიდები არის ძალიან კლასიკური და ელეგანტური. მთლიანი განათების ნაცვლად გამოიყენეთ რამდენიმე საშუალო ზომის სანათური და სხვადასხვა ადგილას გადაანაწილეთ.
როგორც იცით, არქის ყველა მაცხოვრებელს ბინის შეძენისთანავე არქი ქარდი გადაეცემა. ეს არის ბარათი, რომელსაც გამოიყენებთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან და პროდუქციას ფასდაკლებით შეიძენთ. პროდუქცია ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს: ავეჯი, სარემონტო მასალები, ტექნიკა, დეკორი თუ გამწვანება. არქი ქარდის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ აქციოთ თქვენი ბინა მყუდრო და ლამაზ ადგილად.