რატომაა მისაღები ოთახის დიზაინი მნიშვნელოვანი და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი მოწყობისას
#ინტერიერი
სახლის მოწყობისას, დიზაინის შერჩევისას პირველ რიგში იმაზე ვფიქრობთ, რომ სახლი მაქსიმალურად კომფორტული იყოს. დიახ, ჩვენს სახლში მყუდროდ უნდა ვგრძნობდეთ თავს და ასევე მყუდროება უნდა იგრძნონ ჩვენმა სტუმრებმაც. საერთო კომფორტის შესაქმნელად კი ძალიან მნიშვნელოვანია მისაღები ოთახის დიზაინი და ამ ოთახში ავეჯის მოწყობა. ჩვენს ბლოგში სწორედ მისაღები ოთახის მოწყობის შესასებ მოგიყვებით, გაგიზიარებთ საინტერესო რჩევებს.
სახლის ინტერიერი ჩვენს ყოველდღიურობაზე დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ, როცა სახლის მოწყობას ვიწყებთ ამ პროცესში დიდ რესურსს ვდებთ და გვსურს, ოთახების დიზაინი ჩვენს გემოვნებას შეესაბამებოდეს. სახლის მოწყობისთვის დახარჯული რესურსი ფუჭი რომ არ იყოს ინტერიერის არჩევისას გაითვალისწინე:
მისაღები ოთახი ხშირად აღიქმება სახლის ცენტრად, რადგან:
1. როგორც წესი ეს არის ოჯახისა და მეგობრების თავშეყრის მთავარი ადგილი;
2. არის მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც სხვადასხვა აქტივობისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ;
3. მისაღები ოთახის დიზაინს შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს მთელი სახლის ატმოსფეროზე;
ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე მისაღები ოთახის ინტერიერის შერჩევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. თუ შენს მისაღებ ოთახში დიდი ფართია, გაითვალისწინე, რომ დიდი ოთახის დიზაინის არჩევა სპეციალურ მიდგომას საჭიროებს:
როცა სივრცე არ გვყოფნის, პატარა ოთახის დიზაინი გადამწყვეტ როლს თამაშობს სივრცის ათვისებაში. პატარა მისაღები ოთახი ელეგანტურ და დახვეწილ სივრცეს რომ აქციო, აუცილებელია პროპორციების დაცვა და სწორი ხერხების გამოყენება:
1. დაიწყე ფარდაგის დაგებით, რათა სივრცე შეიკრას;
2. გამოიყენე ბუნებრივი განათება, ნუ ჩააბნელებ ოთახს მუქი ფარდებით;
3. შეარჩიე ერთი სტილის და ფორმის რბილი ავეჯი;
4. განათავსე სარკეები, რათა ოთახი უფრო ნათელი და დიდი გამოჩნდეს;
5. შექმენი საკუთარი სტილი, ამისთვის შეგიძლია ხელოვნების ნიმუშები გამოიყენო. პატარა ოთახში სტილის, ინდივიდუალიზმის გამოხატვა დაგეხმარება აირიდო სივრცის მოსაწყენ ადგილად გარდაქმნა;
მისაღები ოთახის ავეჯი ოთახის იერსახის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ამიტომ თითოეული დეტალი სწორად უნდა განათავსო. პირველ რიგში, ყველაზე დიდი ნაწილი განათავსე. როგორც წესი, ეს დიდი ნაწილი დივანია. მოერიდე დივნის ფანჯრის პირისპირ განთავსებას, უმჯობესია ბუხრის ან ტელევიზორის პირისპირ მოათავსო. შემდეგ, განალაგე უფრო პატარა დასაჯდომები, როგორიცაა სავარძლები და სკამები. პატარა დასაჯდომები მოათავსე დივნის პირისპირ ან მიმდებარედ.
სიმეტრია ქმნის წესრიგსა და ბალანსს, შესაბამისად, სიმეტრიულად განალაგე სხვა ავეჯი, ყავის გამიდა იქნება ეს, სანათები თუ კონსოლები.
არქი ქარდით პარტნიორ კომპანიებში ფასდაკლებით შეიძენ ყველაფერს, რაც მისაღები ოთახის მოსაწყობად დაგჭირდება. ეს არის аასდაკლების ბარათი, რომელიც ყველა არქელს ბინის შეძენისთანავე საჩუქრად გადაეცემა.