მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული და ძვირადღირებული მაგიდის სანათები
#ინტერიერი
მაგიდის სანათი სახლის ინტერიერის გამორჩეული ნივთია და დიზაინერები ყოველთვის ცდილობენ, რომ უფრო და უფრო დახვეწილი, თანამედროვე და ლამაზი სანათები შექმნან. ამ ბლოგში ორი ყველაზე ძვირადღირებული სანათის შესახებ გიამბობთ.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მაგიდის სანათები ბრენდი „ტიფანის“ მიერაა შექმნილი, რომელიც 1837 წელს ამერიკაში დაარსდა და სამკაულებს, სახლის დეკორს და ბრენდულ ჭურჭელს აწარმოებს.
ვარდისფერი ლოტუსი
ტიფანის „ვარდისფერი ლოტუსი“ ხელოვნების ნიმუშად არის მიჩნეული და დამზადებულია რთული დიზაინით, ხელით ოსტატურად დამუშავებული 2 000 მინისგან. იგი 1997 წელს აუქციონზე გაიყიდა და დღესდღეობით მისი ღირებულება 2 800 000 დოლარს შეადგენს.
ვისტერა
ტიფანის კიდევ ერთი საკულტო ნამუშევარი „ვისტერა“ საოცრად ლამაზია და ასახავს ჩამოკიდებულ მცენარე გლიცერიას. მისი საწყისი ღირებულება 600 ათასი დოლარი იყო, თუმცა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და 2010 წელს აუქციონზე 1,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ორივე სანათი გამოირჩევა ფერებით და რთული დიზაინით, თითოეული მათგანი არის ხელით ნამუშევარი. ამ ორივე შედევრის ნახვა ხშირად არის შესაძლებელი ამერიკის სხვადასხვა გამოფენაზე.