ბინის გამწვანების კრეატიული იდეები
#გამწვანება
სახლის მცენარეები ბინაში სიცოცხლისა და ფერის შეტანის საუკეთესო გზაა. თუ გსურთ, რომ თქვენს სახლს სიმწვანე შემატოთ, მაგრამ დიდი მცენარეებისთვის საკმარისი ადგილი არ გაქვთ ეს ბლოგი სწორედ თქვენთვისაა. სულ ცოტა კრეატიულობით თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ უნიკალური გზები სახლის მცენარეებით გასაფორმებლად.
ყველა შიდა მცენარე ერთნაირი არ არის, ამიტომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს მათი სწორად შერჩევა. მცენარეები ბინაში რომ არ დაჭკნეს მათი შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი სახლის განათება. თუ თქვენს ბინაში მზის სხივები ადვილად აღწევს, უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ მცენარეებს, რომლებსაც ბუნებრივი სითბო სჭირდება, მაგალითად კაქტუსები და სუკულენტები. თუ ბუნებრივი შუქი ბინაში რთულად აღქევს, ისეთი მცენარეები გჭირდებათ, რომლებიც ჩრდილშიც ხარობს, მაგალითად გვიმრა ან ფოთოსი.
საინტერესო დეკორაციები თქვენს სახლში მიმზიდველ ატმოსფეროს შექმნის, ამ დეკორაციებს თუ სახლის გამწვანება დაემატება თქვენი ბინის ინტერიერი გამორჩეული იქნება. ამასთან ერთად, მცენარეები ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ჩვენ წარმოგიდგენთ კრეატიული დეკორაციების იდეებს მცენარეების განსათავსებლად:
სახლის მცენარეები რთული მოსავლელი არ არის, თუმცა როცა ოთახის გამწვანება გვსურს რაღაც დეტალები უნდა გავითვალისწინოთ:
1. ცენარისთვის შესაფერისი ნიადაგის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ნიადაგში აუცილებლად უნდა იყოს საკვები ნივთიერებები და არ უნდა შეიცავდეს სარეველის თესლს ან დაავადების გამომწვევ ნივთიერებებს. უმჯობესია, თუ ისეთ ნიადაგს შეარჩევთ, რომელიც ბიოქარს, კომპოსტსა და მიკორაზის ნაზავისგან შედგება, რაც ფესვების ჯანსაღ ზრდას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენ ამ დეტალებში ვერ ერკვეოდეთ, ამიტომ მიმართეთ სპეციალისტებს და ნიადაგი სპეციალურ მაღაზიაში შეიძინეთ.
2. დააჯგუფეთ სახლის მცენარეები ტიპების მიხედვით. გარდა იმისა, რომ ერთგვაროვან იერს მისცემს ინტერიერს, გაგიადვილებთ მცენარეების მოვლას. მაგალითად, შეგიძლიათ დააჯგუფოთ ფიკუსის ხეები ერთ კუთხეში ან მოათასოთ ყველა კაქტუსი ერთ თაროზე.
3. სანამ მცენარეს შეიძენთ, გაარკვიეთ როგორი მორწყვა სჭირდება. სახლის მცენარისთვის დამაზიანებელია წყლის რაოდენობის გადამეტებაც და დაკლებაც. მაგრამ ზედმეტი წყალი გაცილებით უფრო მავნებელია, რადგან ხელს უწყობს მცენარისთვის მომაკვდინებელი ბაქტერიების გავრცელებას.
არქი ქარდით პარტნიორ მაღაზიებში შეძლებთ ფასდაკლებით შეიძინოთ თქვენთვის სასურველი მცენარეები, მასთან დაკავშირებული აქსესუარები და მოვლის საშუალებები. ასევე, მიიღოთ კონსულტაცია, რომელ მცენარეს როგორ უნდა მოუაროთ. არქი ქარდი არის ფასდაკლების ბარათი, რომელსაც არქიში ბინის შეძენისთანავე საჩუქრად მიიღებთ. გარდა იმისა, რომ ამ ბარათით პარტნიორ მაღაზიებში სახლისთვის თუ თქვენთვის საჭირო ნივთებს შეიძენთ, ფასდაკლებით ისარგებლებთ სხვადასხვა სერვისზე.