საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრების უპირატესობები
#სხვა
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ყოველი დილა იმ მყუდრო ბინაში იწყება, რომელიც ენერგოეფექტური მასალებითაა აშენებული, თქვენი ფანჯრებიდან თბილისის ულამაზესი ხედები მოსჩანს და სუფთა ჰაერიც განწყობაზე დადებითად მოქმედებს. არც თქვენი ბავშვების სკოლაში თუ ბაღში წაყვანა გაგვიანდებათ, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებები თქვენივე საცხოვრებელი კომპლექსის ეზოშივეა განთავსებული. ეს ზედმეტ ნერვიულობასაც თავიდან გარიდებთ, რადგან ზუსტად იცით, სად იმყოფებიან თქვენი შვილები. სკოლიდან თუ ბაღიდან დაბრუნებულები კი იმ გამწვანებულ ეზოშივე თამაშობენ, რომელსაც თქვენივე ფანჯრები უყურებს. კეთილმოწყობილი ეზო სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას და სათამაშო მოედნებს მოიცავს. საღამოთი თქვენც შეგიძლია ამ სივრცით ისარგებლოთ და ყოველდღიურად ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოთ. ამაში ხელს საფეხმავლო და ველობილიკები შეგიწყობთ, ისინი ხომ თქვენი სახლის გამწვანებულ ეზოში მდებარეობს.თქვენი თავისუფალი დრო საინტერესოდ შეგიძლია გამოიყენოთ: გაიცნოთ თქვენი მეზობლები და ახალი მეგობრული ურთიერთობები წამოიწყოთ. დღის დასასრულს კი შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთ, რადგან იცით, რომ თქვენს კორპუსს უსაფრთხოების თანამშრომელი იცავს.
სინამდვილეში, ამის წარმოდგენა სულ არ გჭირდებათ და ეს ყველაფერი რეალურად შეგიძლია გქონდეთ. საცხოვრებელ კომპლექსებში ცხოვრება ზუსტად ამ რეალობის ასრულებისკენ მიმავალი გზაა. არქი ისანი, რომელიც არქის ერთ-ერთი გამორჩეული კომპლექსია, იმ კეთილმოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს, კომფორტულ გარემოსა და დაცულ ატმოსფეროს გპირდებათ, რომელიც მრავალფეროვანი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი პირობაა. კიდევ რა ბენეფიტები აქვს საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრებას?
უსაფრთხოება
საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა უსაფრთხოებაა. მაგალითად, არქი ისანის კომპლექსის ეზო და საცხოვრებელი ბლოკები აღჭურვილია ვიდეოკამერებითა და დაცვის 24-საათიანი მომსახურებით. მაცხოვრებლებს კორპუსის კარის გაღება სპეციალური ჩიპებით შეუძლიათ. დამატებითი უსაფრთხოებისთვის პროექტი ასევე მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს და მაღალი ხარისხის ლიფტებს.
ხელსაყრელი პირობები
ყველაფერი ერთ სივრცეში - ეს არის საცხოვრებელი კომპლექსების მთავარი მახასიათებელი. კომპლექსის ბინაში მაცხოვრებელს ყველა საჭირო ობიექტი სახლთან ძალიან ახლოს აქვთ. მაგალითად, არქი თაუერის პრესტიჟული კომპლექსი სავაჭრო ცენტრს მოიცავს, რომელიც, თავის მხრივ, სუპერმარკეტებს, სწრაფი კვების ობიექტებსა და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მაღაზიებს აერთიანებს. სავაჭრო ცენტრთან ერთად არქი თაუერის მაცხოვრებლებს ფიტნეს მომსახურებასაც სთავაზობს. არქი ისანის კომპლექსი კი მომავალში 5 საცხოვრებელ ბლოკს, სავაჭრო ცენტრს, სასტუმროს, სკოლას და ბაღს გააერთიანებს. საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებები მაცხოვრებელს უზოგავს დროს, ენერგიასა და ნერვებს, სპორტდარბაზები კი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებას.
სამეზობლო
კარგი და ძლიერი სამეზობლო ხარისხიანი და ჰარმონიული ცხოვრების საწინდარია. საცხოვრებელი კომპლექსები სწორედ მსგავსი ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მეზობლებთან სასიამოვნო ურთიერთობების დამყარება და ახალი მეგობრების გაჩენა გვიან არასოდესაა. არქი ყოველთვის ცდილობს ეს ურთიერთობები გააღრმავოს და კომპანიის თითოეულ მაცხოვრებელს თავი მართლაც დიდი ოჯახის წევრად აგრძნობინოს.