15 კულინარიული ხელსაწყო, რომელიც სამზარეულოში აუცილებლად გამოგადგება
#ინტერიერი
სამზარეულოში ამ კულინარიული ხელსაწყოების ქონა ცხოვრებას ბევრად გაგიადვილებს. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად გამოდის სამზარეულოს თანამედროვე და საინტერესო გაჯეტები, ეს არ ნიშნავს, რომ კერძების კარგად მოსამზადებლად თითოეული მათგანი უნდა იყიდო. ამ ბლოგში ყველა იმ ძირითად ხელსაწყოსა და გაჯეტს ნახავ, რომლის დახმარებითაც თითქმის ყველანაირი კერძის მომზადებას შეძლებ.
1. არაწებოვანი ტაფა
არაწებოვანი, უჟანგავი ფოლადის და ალუმინის ტაფა გამოსადეგია, როგორც მარტივი საუზმის, ისე სერიოზული კერძების მოსამზადებლად. უბრალოდ გაითვალისწინე, მოსარევად თუ ასაღებად გამოიყენე სილიკონის ან ხის აქსესუარები, რათა არ დაიკაწროს ტაფა. დაკაწვრა ტაფას გააფუჭებს და პროდუქტი მიეწებება.
2. „საწებლის ქვაბი“
4 ლიტრიანი არაწებოვანი ქვაბი საუკეთესოა საწებლის მოსამზადებლად, მაკარონის, ბოსტნეულისა და ლობიოს მოსახარშად.
3. ძირითადი ქვაბი
ქოთნის ფორმის 12 ლიტრიანი ქვაბი უფრო დიდი რაოდენობის სუპებისა და მაკარონის მოსახარშად დაგჭირდება. იგი თანნაბრად ცხელდება, უზრუნველყოფს კარგად მოხარშვას.
4. თხელი ტაფა-ლანგარი
ლანგრის ფორმის თხელი ტაფა ძალიან მარტივი გასასუფთავებელია, გამოგადგება ბოსტეულისა და ხორცის შესაწვავად, თხილეულის მოსახალად და ფუნთუშების გამოსაცხობად.
5. შუშის საცხობი
შუშის ტაფა თავსდება მიკროტალღურ ღუმელში და შესანიშნავია უამრავი რამის გამოსაცხობად.
6. დანები
რა თქმა უნდა, დანა ნებისმიერი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. უმჯობესია, რამდენიმე ტიპის დანა გქონდეს, რადგან დაკბილული დანით კარგად დაჭრი პურს და პომიდორს, ხოლო, ბასრი დანის გარეშე ხორციის დაჭრა ძალიან გაგიჭირდება. თუმცა, თუ არჩევანის გაკეთება გიწევს და მხოლოდ ერთი უნდა შეიძინო, უპირატესობა მიანიჭე მაღალი ხარისხის პროფესიონალურ დანას.
7. ხის კოვზები
ხის კოვზები, ჩამჩები და ამოსატრიალებლები არ დაკაწრავს ზედაპირებს. შეგიძლია შეარჩიო კომპლექტი, რომელშიც ყველა საჭირო ხის აქსესუარი შედის.
8. „თევზის გადმოსატრიალებელი“
ამ აქსესუარს თევზის გადმოსატრიალებელი ჰქვია, თუმცა ყველაფრისთვის გამოიყენება და დიდი პლუსი ის აქვს, რომ ჭრილებში ცხიმი იწურება.
9. საფრცქვნელი
საფრცქვნელი სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე შეუცვლელი ხელსაწყოა, რადგან ნებისმიერ ბოსტნეულს კანს მარტივად აშორებს. მისი დახმარებით დაზოგავ დროსაც და პროდუქტსაც, რადგან დანით გაფრცქვნისას ხშირაც კანს პროდუქტის დიდი ნაწილიც მიჰყვება.
10. სათქვეფი
როცა სათქვეფი არ გაქვს ძირითადად ჩანგალს იყენებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, სათქვეფი გაქცილებით ეფექტური და მოსახერხებელია.
11. საჭრელი დაფა
საჭრელი დაფაც აუცილებელი აქსესუარია, რადგან გეხმარება თითების დაუზიანებლად უფრო მოწესრიგებულად დაჭრა პროდუქტი.
12. ქაფქირი
ნებისმიერი მოხარშული პროდუქტის გადასაწურად, თუ გარეცხილი ბოსტნეულის და ხილის გასაშრობად ქაფქირი ძალიან გამოგადგება.
13. ქილის გამხსნელი
ქილის გახსნისას წვალების და ძალდატანების თავიდან ასაცილებლად სამზარეულოში აუცილებლად უნდა გქონდეს ქილის გასახსნელი მოწყობილობა.
14. სახეხი
სახეხი სამზარეულოს აუცილებელ ხელსაწყოდ შეიძლება არ ჩათვალო, მაგრამ თუ გემრიელი კერძებისა და ნამცხვრების მომზადება გსურს, ლიმონისა და ლაიმის ცედრის, ჯანჯაფილის, ჭარხლისა და ყველის გასახეხად ნამდვილად დაგჭირდება.
15. ხელის ბლენდერი
ამ ხელსაწყოს დახმარებით შეგიძლია დაივიწყო პროდუქტის ცალკე ჭურჭელში ჩაყრა და პირდაპირ ქვაბში დააბლენდერო.