არქის მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯარა
#სამშენებლო მასალები
არქის დასრულებული ბინები თეთრი ან პრემიუმ კარკასით ბარდება. ორივე მათგანი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას მოიცავს, პრემიუმ კარკასი კი დამატებით დაბალემისიურ მინებსაც ითვალისწინებს. რაც შეეხება არქი თამარაშვილის პროექტს, აქ Reynaers-ის ევროპული ალუმინის კარფანჯრის მონტაჟი იგეგმება. რა უპირატესობა აქვს თითოეულ მათგანს?
ერთ დროს ხშირად გამოყენებადი ხის მასალის ფანჯრები მეტალოპლასტმასის ფანჯრებმა მარტივად და სწრაფად ჩაანაცვლა, რაც გასაკვირი საერთოდ არ არის. მარტივად აქერცვლადი და გაფუჭებადი ხის ფანჯრების ერთადერთი უპირატესობა ისევ მათი დაბალი ფასია. ალტერნატიულ ვარიანტად კი მეტალოპლასტმასი გვევლინება.
მარტივად მოსავლელი, გამძლე, მდგრადობა სხვადასხვა ქიმიკატების მიმართ, ხმაურის დონის შემცირება, სითბოს შენარჩუნება - სწორედ ეს უპირატესობები აქვს მეტალოპლასტმასის ფანჯრებს. ე.წ პვხ-ს ფანჯარას არ გასჭირვებია „კონკურენტების“ ჩანაცვლება. ეს კი უპირველესად მისმა ენერგოეფექტურმა თვისებებმა განაპირობა. სახლში მისი დამონტაჟებით, ოთახში სითბო უფრო დიდი ხნით ნარჩუნდება, შესაბამისად, თქვენი კომუნალური ხარჯებიც მცირდება. მეტალოპლასტმასის ფანჯრებს კიდევ ერთი უპირატესობა აქვთ: მათი გამოცვლა შეიძლება 50 წელიწადში ერთხელ მოგიწიოთ, პლუს, ამას მოვლაც საკმაოდ მარტივია და არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა აუცილებელია გვახსოვდეს ორი უმნიშვნელოვანესი დეტალი: 1. წელიწადში ერთხელ მაინც დავზეთოთ ფანჯრის ყველა მოძრავი დეტალი და 2. ფანჯრები სეზონის მიხედვით დაარეგულიროთ ანუ ზამთარში ზამთრის რეჟიმზე გადავიყვანოთ და ზაფხულში - ზაფხულისაზე. რაც შეეხება მეტალოპლასტმასის კარს, ეს არის თანამედროვე, გამძლე და ვიზუალურად ესთეტიკური შესახედაობის კარი. ის განსაკუთრებით გამძლეა სინესტის მხრივ და აბაზანაში მისი დაყენებით ამ პრობლემას ჩვეულებრივ მოაგვარებთ.
არქი თამარაშვილის პროექტი ალუმინის კარ-ფანჯარას მოიცავს. ალუმინი ყველაზე ძვირადღირებული და ხარისხიანი მასალაა, რომელსაც კარფანჯრის დასამზადებლად გამოიყენებენ. მსუბუქი მასალა თავისი გამძლეობით გამოირჩევა. ის ასევე მდგრადია კოროზიის და დეფორმაციისადმი. ალუმინის კარ-ფანჯარა ამცირებს გარედან ხმაურის შემოსვლის დონეს, მაღალი თბოიზოლაცია კი მას ენერგოეფექტურს ქმნის.
არქი პრემიუმ კარკასის პროექტებში მეტალოპლასტმასის კარფანჯარასთან ერთად დაბალემისიურ მინებსაც ითვალისწინებს. დაბალემისიური მინებიც ასევე ენერგოეფექტურია და ოთახში შემომავალ ინფრაწითელ თუ ულტრაიისფერ სხივებს ამცირებს. მინები გამჭვირვალეა და ბინის სითბოს ირეკლავს. ეს კი უზრუნველყოფს ოთახში სითბოს შენარჩუნებას, შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც თქვენ არ გიწევთ კომუნალურ გადასახადებში ზედმეტი ხარჯი გაიღოთ.