დაუვიწყარი ღონისძიება არქელებისთვის
#სხვა
სიახლე ნამდვილად არ არის, რომ არქის არასდროს ავიწყდება თავისი მაცხოვრებლები, მათზე ზრუნვას არ წყვეტს და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებსა თუ აქტივობებს მართავს. ამ ბლოგში ერთ-ერთი განსაკუთრებული ღონისძიების შესახებ წაიკითხავთ.
19 სექტემბერს კლუბ „ანდერვილში“ არქიმ 1500-მდე არქელი დაპატიჟა. საღამოს წამყვანი ყველაზე მხიარული დუტა სხირტლაძე იყო. ლელა წურწუმიას და ბენდი ნონ სტოპის კონცერტის დაწყებამდე არქელი ბავშვები და უფროსები ჭადრაკით, წყლის გადატანის ჩელენჯით, მეგა დართსით, ფერადი გოლფით და სხვა გუნდური თამაშებით ერთობოდნენ. მათ განწყობაზე ოჩოფეხები და დრამერებიც ზრუნავდნენ. ლელა წურწუმიას გამოჩენას კი დიდი ოვაციები მოჰყვა. მთელი კონცერტის განმავლობაში არქელები ერთად მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ოჯახური და მეგობრული ატმოსფერო იყო, საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ დამსწრე არქელების უმრავლესობამ სწორედ ამ ღონისძიებაზე გაიცნეს ერთმანეთი. კომპანიის მიზანიც ეს იყო, ერთმანეთისთვის გაეცნო და დაეახლოებინა სხვადასხვა კომპლექსის მაცხოვრებლები.
ღონისძიებაზე არქელებს ფურშეტით და ბარბექიუთი უმასპინძლდებოდნენ. ემოციური საღამო ფეიერვერკის ფონზე დასრულდა და ტორტიც დაიჭრა. „ანდერვილის“ ტერიტორია არქელებმა გაღიმებული სახეებით დატოვეს, ერთმანეთს მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ, რაც სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა კომენტარებისა და პოსტების სახით. სპეციალურად დამსწრე არქელებისთვის არქის ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაციაც მოეწყო, რომლის შესახებაც შემდეგ ბლოგში წაიკითხავთ.
არქის დიდ ოჯახში უკვე 25 000-ზე მეტი წევრია და რა თქმა უნდა, არქის ამ ღონისძიებით არ დაუსრულებია მათზე ზრუნვა, წინ კიდევ უამრავი გასართობი ღონისძიება და აქტივობა ელოდებათ. ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ მომავალშიც აუცილებლად მოგიყვებით.