როგორ შევქმნათ დახვეწილი და ანტიკური იტალიური სტილის დიზაინი ინტერიერში?
#ინტერიერი
ინტერიერი არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ თავდაპირველად ინტერიერი არქიტექტურის სტილს იზიარებდა, დღესდღეობით კი ის დამოუკიდებლად არსებობს და მისი მრავალი სტილი გვხვდება. ერთ-ერთი მათგანი დახვეწილი და ანტიკური იტალიური დიზაინია, რომელიც ეკლექტურ ინტერიერს ქმნის. იტალიური სტილი არქის პროექტებისთვის საკმაოდ ნაცნობია დიზაინია. არქი თაუერში, რომელიც საუკეთესო ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსად არის დასახელებული, იტალიური სამზარეულო დაგხვდებათ. ეს უკანასკნელი იტალიური მასალებით არის შექმნილი და თავისი ვიზუალით, ხარისხით და გამძლეობით გამოირჩევა.
მზიან და რბილ ჩრდილებში გამოხატული უბრალოება, მასიური აქსესუარებით დანახული ანტიკურობა და ეკლექტიკა, ფრანგული გავლენით შექმნილი ქსოვილები - ასე გამოიყურება იტალიური სტილის დიზაინი.
იტალიური სტილის მთავარი გამოწვევა ანტიკურობასთან ერთად უბრალოების ბალანსია. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დეკორის მასალა ვენეციური თაბაშირია, რომელიც ორივე სტილს აერთიანებს. იგივე შედეგი აქვს კორპის შპალერს, რომელიც ეგზოტიკურ შპალერებს შორის გამორჩეულია. პრაქტიკული, სუნთქვადი მასალა უსაფრთხოა და ის შეგიძლიათ საბავშვო ოთახშიც გააკრათ. იტალიური სტილის დამახასიათებელია კედლის მოზაიკაც, რომელიც უმჯობესია პატარა ზომის დეტალებით იყოს შედგენილი.
ჭერის დეკორის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს: საღებავი, თხევადი შპალერი და ჭერის ფილები. აუცილებლად შეარჩიეთ ნაზი, რძისფერი ფერები. ეს ჭერს უფრო მაღალს და მოცულობითს გახდის.
რაც შეეხება იატაკის საფარს, იტალიური სტილის დიზაინს ერთი უნიკალური თვისება ახასიათებს: ყველა ოთახში ერთი მასალის იატაკი უნდა იყოს დაგებული. შესაბამისად, ისეთი მასალა უნდა შეარჩიოთ, რომელიც უნივერსალური, პრაქტიკული და ესთეტიკურად მიმზიდველი იქნება. ტრადიციული მასალა უხეში ტექსტურის მქონე ბეტონის იატაკია, რომელიც ნებისმიერი დეკორის მქონე კედელსა თუ ჭერს უხდება.
იტალიური სტილის დიზაინში მასიური ავეჯი გამოიყენება. აქცენტი ყოველთვის დივანსა და საწოლზე კეთდება ხოლმე. მასიურობას კი ფერადი, სხვადასხვა ზომის ბალიშები თუ ღია ფერის ქსოვილები აბათილებს.
ფერებისა და ჩრდილების არჩევისას ბალანსის დაცვა აუცილებელია. თანამედროვე იტალიური სტილის შესაქმნელად დაგჭირდებათ ნეიტრალური ფერები, რომლებიც ოთახში ჰაეროვნებას და სინაზეს შემოიტანენ. სივრცის გასამრავალფეროვნებად კი კონკრეტულ აქსესუარებს ან ავეჯს ღია, მხიარული ფერები შეურჩიეთ.
იტალიურ ატმოსფეროს ყველაზე მეტად აქსესუარები ქმნის. ღვინის ბოთლები, ქოთნები, მცენარეები და, რა თქმა უნდა, ზეთისხილები. იტალიურ დიზაინში ხალიჩები დიდად არ შეგხვდებათ, განსაკუთრებით, სამზარეულოში. თუ თქვენი ბინა სტუდიო გეგმარებით არის დაპროექტებული, ზონირებისთვის ღია ბეჟისფერი ფარდები გამოიყენეთ. ამით ამ სივრცეს უფრო გაახალისებთ და ინდივიდუალურ შტრიხებს შემატებთ.
იტალიური სტილის ბინაში, იტალიური მასალებით შექმნილ სამზარეულოში ღვინოსთან ერთად პიცის დაგემოვნება იტალიას მოგაგონებთ.